ჩვეულებრივი კატისთვალა გველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი კატისთვალა გველი

ჩვეულებრივი კატისთვალა გველი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
გვარი:  კატისთვალა გველი
სახეობა:  ჩვეულებრივი კატისთვალა გველი
ლათინური სახელი
Telescopus fallax
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157258

კატისთვალა გველი (ლათ. Telescopus fallax) — გველი ანკარასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს. ზურგის მხრიდან მოშავო-მონაცრისფრო ფერისაა. ზურგზე გასდევს შავი ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან ღია ფერის არეებით.

გავრცელების არეალი: აზერბაიჯანი, ნახიჩევანი, დაღესტანი, საქართველო. ცხოვრობს მშრალ, ქვა-ღორღიან ადგილებში. იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებით, რომლებსაც პირდაპირ ბუდიდან იტაცებს. ნადავლს ჯერ შხამავს, შემდგომ სხეულით ძვლებში ამტვრევს და ყლაპავს. კარგად ადის ხეებზე. საშიშროების დროს იღებს დამახასიათებელ პოზას: სხეულის უკანა ნაწილს დაიხვევს, წინას კი მიწიდან ზევით აღმართავს, აკეთებს გამაფრთხილებელ მოძრაობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ, გვ. 124-125.