ჩეხეთის ტყე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეხეთის ტყე
Flossenbuerg.jpg
ჩეხეთის ტყე
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
გერმანიის დროშა გერმანია
გეოგრაფია
სიგრძე 80 კმ
უმაღლესი წერტილი ჩერხოვი
სიმაღლე 1042 

ჩეხეთის ტყე (იგივეა რაც ბოჰემიის ტყე; ჩეხ. Český les; გერმ. Oberpfälzer Wald) — მთის მასივი და გეომორფოლოგიური ერთეული ჩეხეთისა და გერმანიის საზღვარზე. ვრცელდება ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ და ბავარიის აღმოსავლეთ ნაწილებში. სიგრძე 80 კმ. სიმაღლე 600-1042 მ. მაქსიმალური სიმაღლე 1042 მ (მთა ჩერხოვი). ლანდშაფტი ძალიან წააგავს შუმავის მთების ლანდშაფტს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება შედარებით ნაკლები სიმაღლით. ჩერხოვის თავზე კოშკია. ჩეხეთის ტყე უმეტესად აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. შედგება ხეობებით გაყოფილი ბრტყელმწვერვალებიანი ქედებისაგან.

არის მყინვარული ტბები. კალთები შემოსილია წიფლის, ნაძვისა და სოჭის ტყეებით. გვხვდება მთის მდელეობი და ტორფნარი. ამზადებენ ხე-ტყეს. განვითარებულია საძოვრული მესაქონლეობა. ამუშავებენ გრანიტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]