ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა
Socijalistička Republika Crna Gora / Социјалистичка Република Црна Гора

 

19431992  

დროშა გერბი

ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკის რუკა.
დედაქალაქი პოდგორიცა
ენა სერბულ-ხორვატული
ფულის ერთეული იუგოსლავიის დინარი
ფართობი 13 810 კმ²
მოსახლეობა 615 035 (1991 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა (სერბ.-ხორ. Socijalistička Republika Crna Gora, Социјалистичка Република Црна Гора) — იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი, ამჟამად ჩერნოგორია. 1963 წლამდე ეწოდებოდა ჩერნოგორიის სახალხო რესპუბლიკა, 1991 წლიდან ჩერნოგორიის რესპუბლიკა.

საკანონმდებლო ორგანო იყო კრება, რომელიც შედგებოდა გაერთიანებული შრომის საბჭოს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საბჭოსა და თემების საბჭოსაგან.

ჩერნოგორიისა და სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკების დროშები ემთხვეოდა ერთმანეთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]