ჩემი ბრძოლა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაინ კამპფის გარეკანი

ჩემი ბრძოლა (გერმ. Mein Kampf) ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც მან 1925 წელს გამოსცა. წიგნში ავტორი მოგვითხრობს თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე. აქტიურად იგი ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. ჰიტლერი გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზებს ებრაელებსაც აბრალებს, რომლების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის გაძარცვა არისო. ქვეყნის გარე მტრებად კი დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნია.

წიგნი აქვეყნებს იდეებს, რის გამოც გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომი. ნათლად ჩანს ავტორის ანტისემიტიზმი. მაგალითად, დასაბუთებით ითქმის, რომ საერთაშორისო ენა ესპერანტო ითვლება ებრაულ შეთქმულებად. ჰიტლერი იყენებდა ძირითად თეზისებს, იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იდეოლოგიიდან „ებრაული მუქარის“ შესახებ, რომელიც იუწყებოდა ებრაელების მიერ „მსოფლიოს მონოპოლური დაპყრობის“ შესახებ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე