ჩელიაბინსკის მეტეორიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩელიაბინსკის მეტეორიტი
ჩელიაბინსკის მეტეორიტის შედეგად დარჩენილი კვალი
ადგილმდებარეობა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა რუსეთი: ჩელიაბინსკის ოლქი
კურგანის ოლქი
ორენბურგის ოლქი
სვერდლოვსკის ოლქი
ტიუმენის ოლქი, ბაშკირეთი; ყაზახეთი: აქტიუბინსკის ოლქი
კოსტანაის ოლქი
კოორდინატები 55°05′ ჩ. გ. 59°08′ ა. გ. / 55.083° ჩ. გ. 59.133° ა. გ. / 55.083; 59.133
ინფორმაცია
თარიღი 15 თებერვალი, 2013 (2013-02-15)
დრო 09:20:26 (UTC+06:00)
აგრეთვე ცნობილია როგორც ჩებარკულის მეტეორიტი
მიზეზი მეტეორიტი
დაზარალებულები 1491 კაცი[1]
მატერიალური ზარალი დაახლოებით მილიარდი რუბლი;
დაინგრა ქარხნის სახურავი,
ჩაიმსხვრა შუშები

ჩელიაბინსკის მეტეორიტი ან ასტეროიდი (ჩელიაბინსკის რაიონში მომხდარი მეტეორული სხეულის აფეთქება) — მოვლენა, რომელიც მოხდა 2013 წლის 15 თებერვალს დილით, — ადგილობრივი დროით 9:25 საათზე (მეტწილად რუსეთის ტერიტორიაზე, UTC+6). თან ახლდა ბოლიდი.[2][3][4][5] მეტეორიტმა გადაუფრინა ურალის ეკონომიკური რაიონის სამხრეთ ნაწილს და აფეთქდა ქალაქ ჩელიაბინსკის სიახლოვეს, რასაც დიდი ნათება მოჰყვა. მოძრაობდა ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შეფასებით მეტეორიტის მასა 10 მეტრულ ტონას შეადგენდა და დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა როგორც მინიმუმ 54,000 კმ/სთ სიჩქარით.[6][7] აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსNASA-ს განცხადებით, მეტეორიტის ზომა 17 მეტრს უდრიდა, ხოლო გამოთავისუფლებულმა ენერგიის საერთო რაოდენობამ დაახლოებით 500 ტროტილური ეკვივალენტი შეადგინა, რაც 30-ჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოვარდნილი ატომური ბომბისბიჭუნას სიმძლავრეს.

ობიექტი ჰაერში აფეთქდა, დედამიწის ზედაპირიდან 15-25 კილომეტრში.[8] არსებული ცნობებით, წარმოქმნილი დარტყმითი ტალღის გამო დაშავდა დაახლოებით 1500 ადამიანი,[1] აგრეთვე ქალაქის შენობებში მინებიც ჩაიმტვრა. მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალური ვერსიის თანახმად, რუსეთის ამ რაიონში მეტეორიტების წვიმა დაფიქსირდა. სხვადასხვა ცნობებით, ჰოსპიტალში გადაყვანილია 40-იდან 112-მდე ადამიანი. დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც რეანიმაციაში მოათავსეს. წინასწარი შეფასებით, მატერიალურმა ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა.[9] შედეგად გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია. ინტერნეტის მომხმარებლების თანახმად ერთ-ერთი ჩამოვარდნილი მეტეორი ჩელიაბინსკის თუთიის ქარხანას დაეცა.[10] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ყველაზე მეტი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა.[11]

სამეფო ასტრონომიული საზოგადოების კლასიფიკაციით ციური სხეული წარმოადგენდა ასტეროიდს. რამდენიმე დღით ადრე 11 თებერვალს ურალში, კერძოდ ბაშკირეთის ტერიტორიაზე აგრეთვე დაფიქსირდა მსხვილი ბოლიდი.[12] აფეთქებისა და შემდგომი ვითარების შედეგად 6 ქალაქში 3000-მდე შენობა დაზიანდა, მეტეორიტმა შექმნა თვალისმომჭრელი კაშკაშა სინათლე; გაიფრინა რუსეთის ჩელიაბინსკის, კურგანის, ორენბურგის, სვერდლოვსკის, ტიუმენის ოლქებში და ყაზახეთის აქტიუბინსკისა და კოსტანაის ოლქებში.

ჩელიაბინსკის, სვერდლოვსკის, ტიუმენისა და ორენბურგის ოლქებში და აგრეთვე ბაშკირეთსა და ყაზახეთში ხალხმა ცაში შენიშნა უკიდურესად კაშკაშა და ცეცხლმოკიდებული ობიექტი. სამოყვარულო ვიდეოებში კარგად გამოჩნდა ბოლიდი, რომელსაც თანს სდევს ბგერით გუგუნი. დრო და დრო ობიექტი მზის სინათლეზე უფრო კაშკაშა აღმოჩნდა და მოგვიანებით NASA-მ დაადასტურა, რომ ბოლიდი მზეზე უფრო კაშკაშა იყო.

ვითარების გამო მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. თვითმხილველების მიხედვით ზეცაში აფეთქება მოხდა.[13] როიტერის ცნობით, მეტეორიტის ჩამოვარდნის ტრაექტორიის ხილვა შესაძლებელი იყო ეკატერინბურგიდან, რომელიც ჩელიაბინსკიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული.[14] რაიონში მობილური სატელეფონი კავშირი დროებით გაითიშა, აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ურალში მეტეორიტის ჩამოვარდნის გამო არც ერთი ჰაერში მყოფი თვითმფრინავი არ დაზიანებულა.[15]

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოვლენა იმთავითვე გაშუქდა.[16] მეტეორიტის დაჯახებიდან 15 სთ შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა.[17] ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლოვანი ობიექტის ყველაზე დიდ მასებს ამ დრომდე ეძებენ ჩელიაბინსკის ოლქში.[18]

აგრეთვე ცნობილია, რომ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ — NASA-მ საფეხბურთო მოედნის ნახევრის ზომის ასტეროიდი დააფიქსირა, რომელმაც დედამიწიდან 27,7 კილომეტრის დაშორებით ჩაიარა.[10]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Число пострадавших при падении метеорита приблизилось к 1500 დაარქივებული 2013-05-02 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  2. Russian Meteor. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  3. Meteor in central Russia injures at least 500. USA Today. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  4. 100 injured by meteorite falls in Russian Urals. Mercury News (2013-02-15). ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  5. Meteorite Fall in Russia Hurts More than 500 People | Meteor Bolide. Space. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  6. Major, Jason. Meteor Blast Rocks Russia. Universe today. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  7. 500 injured by blasts as meteor falls in Russia. Yahoo News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  8. Orbit of the Russian Meteor| accessdate =17 February 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2013.
  9. Число пострадавших от метеорита возросло до 1,2 тысячи человек
  10. 10.0 10.1 რუსეთში მეტეორიტი ჩამოვარდა[მკვდარი ბმული]
  11. მეტეორის აფეთქების შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-17. ციტირების თარიღი: 2013-02-17.
  12. Жители Башкирии стали свидетелями падения метеорита. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-19. ციტირების თარიღი: 2013-02-16.
  13. ჩელიაბინსკის თავზე მეტეორიტი აფეთქდა– მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-02-16.
  14. ჩელიაბინსკის რაიონში მეტეორიტი ჩამოვარდა
  15. რუსეთში მეტეორიტის ჩამოვარდნის გამო 50 ადამიანი დაშავდა
  16. Federal Press World News. Челябинский метеорит стал одной из самых популярных тем в мире. Federal Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  17. Visible Measures. Meteor Over Russia Hits Internet with 7.7 Million Video Views. Visible Measures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  18. ცეცხლოვანი მეტეორების წვიმა რუსეთში