ჩევაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩევაპი სინზე

ჩევაპი (სერბ.-ხორ. ćevapi / ћевапи) ან ჩევაპჩიჩი (სერბ.-ხორ. ćevapčići / ћевапчићи) — დაკეპილი შემწვარი ხორცისგან და დამატებით სხვა ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძი. ბალკანური სამზარეულოს ნაწილია. მიიჩნევა ბოსნიელებისა[1] და სერბების[2][3][4] ეროვნულ კერძად. გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებშიც.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ჩევაპი მოდის ოსმალური ქებაფიდან (ოსმ. کباب თურქ. kebap), რომელსაც თავის მხრივ სპარსული და არაბული ფესვები აქვს. მას სლავური კნინობითი ფორმა დაემატა, ამ სახელით გავრცელდა ბალკანეთსა და მეზობელ მხარეებში (ბოსნ. , ხორ. ćevapčići/ćevapi; სლოვენ. čevapčiči/čevapi: ; სერბ. ћевапчићи/ћевапи, ćevapčići/ćevapi; მაკედ. Ќебапи, kjebapi; ბულგ. Кебапчета, ჩეხ. čevabčiči). სიტყვა ჩევაპი მრავლობითი ფორმაა, მაგრამ როგორც წესი იგი გამოიყენება, რადგან მცირე ზომის გამო ჩევაპი რამდენიმე ერთდროულად მზადდება და მიირთმევენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკეპილი ხორცისა და სხვა ინგრედიენტებისგან კერძის მომზადება დაფიქსირებულია ანტი-ოსმალო აჯანყებულებს – ჰაიდუკებს შორის, რომელსაც ჰაიდუკური ჩევაპი (სერბ.-ხორ. hajdučki ćevapi / хајдучки ћевапи) ეწოდებოდა.[5] სერბეთში ასევე გავრცელებულია ლესკოვაცური ჩევაპი – ის ტრადიციული სერბული პლესკავიცის სოსისისებური ფორმაა. ქალაქ ლესკოვაცში, სადაც გაჩნდა ეს კერძი, ყოველწლიური ჩევაპების ფესტივალი იმართება. ბელგრადში ჩევაპი მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში გამოჩნდა, სადაც იგი დიდ ბაზარში, ტანასკო რაიჩის კაფანაში მზადდებოდა და მალევე გავრცელდა მთელ ქალაქში. ბელგრადიდან კი – აღმოსავლეთ სერბეთსა და მაკედონიაში.[6] 1933 წელს ჩევაპი მარიბორში (სლოვენია) პირველად შეიტანა ლესკოვაცელმა წვრილმა მოვაჭრემ.[7]

სუფრაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, ერთი პორცია ჩევაპი 5დან 10 ცალამდეა, რომელიც ბრტყელ პურშია ჩალაგებული. მიირთმევენ ხახვთან, ნაღებთან, კაიმაღთან, აივართან (აჯიკის მსგავსი საწებელი), ხაჭოსთან და ა.შ. ერთად. ბოსნიელები როგორც წესი საქონლის ან ცხვრის ხორცისგან ამზადებენ ჩევაპის, როდესაც სერბები ღორის ხორცსაც იყენებენ.
ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკიაში ჩევაპი მდოგვით, ხახვითა და კარტოფილით ფასტ-ფუდის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა.

ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტრავნიკის ჩევაპი (ბოსნ. Travnički ćevapi) — ცენტრალური ბოსნიის ტრადიციულად მესაქონლეობის მიმდევარი რეგიონიდან. მზადდება მხოლოდ საქონლის ხორცით.
  • სარაევოს ჩევაპი (ბოსნ. Sarajevski ćevapi) — გამოიყენება როგორც საქონლის, ასევე ცხვრის ხორცი ან შერეული ფარში.
  • ბანია ლუკას ჩევაპი (ბოსნ. Banjalučki ćevapi) — ერთად იწვება ოთხ-ოთხი ჩევაპი.
  • ტუზლის ჩევაპი (ბოსნ. Tuzlanski ćevapi) – ერბოს სუპსა და სომუნთან ერთად.

სერბული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლესკოვაცის ჩევაპი (სერბ. Leskovački ćevapi / Лесковачки ћевапи) — ტრადიციული სერბული პლესკავიცის სოსისისებური ფორმაა.
  • ნოვიპაზარის ჩევაპი (სერბ. Novopazarski ćevapi / Новопазарски ћевапи) — პურში არ დებენ და მიირთმევენ ხახვთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bosnia and Herzegovina. Encyclopædia Britannica (2009). ციტირების თარიღი: 19/05/2015.
  2. The new Encyclopaedia Britannica: A-ak - Bayes, Volume 1. 
  3. Countries and Their Cultures: Saint Kitts and Nevis to Zimbabwe. ISBN 9780028649467. 
  4. Serbian cuisine. TravelSerbia.Info - Your travel guide for Serbia. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
  5. (1962) Yugoslavia. D. McKay.. 
  6. Darko Spasić, Branislav Nušić. Прилог историјату ћевапчића Serbian. Srpsko nasleđe.
  7. (2003) Eating Out in Europe: Picnics, Gourmet Dining and Snacks Since the Late Eighteenth Century, გვ. 133. ISBN 9781859736586.