ჩედ მაიკლ მიურეი
| ჩედ მაიკლ მიურეი Chad Michael Murray |
|
ჩედ მაიკლ მიურეი |
|
| დაბადების სახელი | ჩედ მაიკლ მიურეი |
| დაბადების ადგილი | კლარენსი,ნიუ იორკი, აშშ |
| დაიბადა | 24 აგვისტო, 1981 |
| მეუღლე(ები) | სოფია ბუში (2005 - 2006) |
ჩედ მაიკლ მიურეი (ინგლ. Chad Michael Murray; დ.24 აგვისტო, 1981) — ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და თინეიჯერების კერპი. ის ალბათ ყველაზე ცნობილი გახდა როლით ლუკას სკოტი CW სერიალში ვან თრი ჰილი.
სექციების სია |
ბავშვობა [რედაქტირება]
მიურეი დაიბადა კლარენსში, ნიუ იორკში, ბუფალო, ნიუ იორკისგან მოშორებით. იგი არის ავიადისპეჩერი რექს მიურეის შვილი.[1]
1999 წელს ჩედი წავიდა ჰოლივუდში, სადაც თავის თავს ირჩენდა მოდელობით და წარმოადგენდა ისეთ მარკებს როგორიცაა სკეჩერსი, ტომი ჰილფიგერი და გუჩი.
კარიერა [რედაქტირება]
მიურეიმ რამდენიმე სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა სტუმრის სახით, მათ შორის Diagnosis Murder და CSI: Crime Scene Investigation. 1999 წელს მიურეიმ სერიალ Gilmore Girls-ში ითამაშა ტრისტან დუგრეის როლი. შემდეგ მიურეი რამდენიმე სატელევიზიო ფილმშიც გამოჩნდა, ესენია Aftermath და Murphy's Dozen. მოგვიანებით იმავე წელს, გამოჩნდა სერიალში Dawson's Creek.
2003 წელს მიურეი გამოჩნდა უოლტ დისნეის ფილმში Freaky Friday ლინდსი ლოჰანთან და ჯემი ლი კერტისთან ერთად. მიურეიმ ასევე ითამაშა სატელევიზიო ფილმში The Lone Ranger ლუკ ჰარტმანის როლი. იმავე წელს მიურეიმ მოიპოვა ლუკას სკოტის როლი WB-ს სატელევიზიო სერიალში ვან თრი ჰილი. სერიალი სწრაფად გახდა არხის ჰიტი, რომელმაც 4.50 მილიონი მაყურებლის ყურადღება დაიმსახურა პირველი სეზონის ბოლოს. მიურეი შემდეგ ბევრი ცნობილი ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, როგორიც არის Rolling Stone და People. იმავე წელს მიურეი აღიარებული იყო ჟურნალ ფიფოლის მიერ ტვ-ს სექსუალური მამაკაცი.[2]
2004 წელს, მიურეიმ ითამაშა რომანტიკულ კომედიაში A Cinderella Story. მიუხედავად იმისა რომ შეფასებები იყო ნეგატიური, ფილმა მოგება მოიტანა და კრიტიკოსები აღფრთოვანებულები იყვნენ ჰილარი დაფის თამაშით.[3][4] A Cinderella Story-მ 66,068,046 დოლარი მოიპოვა და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.[5] ფილმი წარდგენილი იყო 2005 წელს Teen Choice Awards-ზე და ბევრი ჯილდო მოიპოვა. მოგვიანებით მიურეი ჟურნალმა ფიფოლ-მა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა.
2005 წელს მიურეიმ ითამაშა ფილმში House of Wax. ფილმა პირველ სამ დღეში 12 მილიონი შემოიტანა. მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსები არ იყვნენ კმაყოფილნი ამ ფილმით, ჯამში House of Wax-მა მოიპოვა 68,766,121 დოლარი. ფილმი ბევრ ნომინაციაზე იყო წარდგენილი 2006 წელს Teen Choice Awards-ზე და ბევრი ჯილდოც მოიპოვა.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
მიურეიმ ცოლად მოიყვანა მსახიობი სოფია ბუში 2005 წლის 16 აპრილს; მსახიობები ვან თრი ჰილის გადაღებებზე შეხვდნენ. ბუში და მიურეი, სანამ დაქორწინდებოდნენ, თითქმის ორი წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მაგრამ ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ, ბუშმა განცხადება შეიტანა გაყრაზე. გაყრის შემდეგ, მიურეი დაინიშნა კენზია დალტონზე (დაიბადა 1988 წლის 7 მარტს, ყოფილი ჩირლიდერი, რომელიც ვან თრი ჰილის რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.'.[6] ცნობილი გახდა რომ მათ შეხვედრები დაიწყეს 2005 წლის დეკემბერში. ის იყო პირველი მონაწილე, რომელმაც მეორე ადგილი აიღო 2005 წელს Miss North Carolina Teen USA-ზე.[6]
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წლები | დასახელება | როლი | სახეობა |
|---|---|---|---|
| 2000 | ჩაუცმელი | დენი | ტვ სერიალი |
| მკვლელი დიაგნოსტიკი | რეი სანტუჩი | ტვ სერიალი | |
| გილმორის გოგოები | ტრისტან დუგრეი | ტვ სერიალი | |
| 2001 | შედეგი | შონი | ტვ ფილმი |
| მერფის დუჟინი | ტვ ფილმი | ||
| მეგიდო: ომეგის კოდი | დევიდ ალექსანდერი | ||
| დოუსონის ნაკადული | ჩარლი ტოდი | ტვ სერიალი | |
| 2003 | სი ეს აი: დანაშაულის ადგილის გამოძიება | რომ ჰავილანდი | ტვ სერიალი |
| მარტოხელა რეინჯერი | ლუკ ჰარტმანი | ტვ ფილმი | |
| საშიში პარასკევი | ჯეიკი | ||
| ვან თრი ჰილი | ლუკას სკოტი | ტვ სერიალი 2003 – დღემდე |
|
| 2004 | კონკიას ისტორია | ოსტინ ეიმსი | |
| 2005 | ცვილის გიფურების სახლი | ნიკ ჯონსი | |
| 2006 | მამაცთა სახლი | ჯორდან ოუვენსი | ტვ ფილმი |
ჯილდოები [რედაქტირება]
| წლები | შედეგები | ჯილდოები | კატეგორია | რისთვის |
|---|---|---|---|---|
| 2004 | გაიმარჯვა | Teen Choice Awards | ახალბედა ვარსკვლავი - მამაკაცი | კონკიას ისტორია |
| ახალბედა ტვ სერიალის ვარსკვლავი - მამაკაცი | "ვან თრი ჰილი" | |||
| ნომინირებული | რჩეული ტვ მსახიობი - დრამა/სათავგადასავლო | "ვან თრი ჰილი" | ||
| 2005 | გაიმარჯვა | Teen Choice Awards | რჩეული მამაკაცი მსახიობი: სათავგადასავლო/ტრილერი | ცვილის ფიგურების სახლი |
| ნომინირებული | რჩეული ფილმი | კონკიას ისტორია აგრეთვე ჰილარი დაფი |
||
| რჩეული კოცნა | კონკიას ისტორია აგრეთვე ჰილარი დაფი |
|||
| რჩეული სასიყვარულო სცენა | კონკიას ისტორია აგრეთვე ჰილარი დაფი ოსტინის და სემის ცეკვის სცენა |
|||
| რჩეული ფილმი | ცვილის ფიგურების სახლი აგრეთვე ელიშა კუტბერტი და ბრაიან ვან ჰოლტი |
|||
| რჩეული ტვ მსახიობი: დრამა | "ვან თრი ჰილი" | |||
| რჩეული ტვ კავშირი | "ვან თრი ჰილი" აგრეთვე ჯეიმს ლაფერტი |
|||
| 2006 | ნომინირებული | Teen Choice Awards | ტვ - რჩეული მსახიობი: დრამა/ სათავგადასავლო | "ვან თრი ჰილი" |
| Prisma Awards | პერფონანსი დრამა სერიაში | "ვან თრი ჰილი" | ||
| 20082008 | გაიმარჯვა | Teen Choice Awards | რჩეული ტვ მსახიობი: დრამა | "ვან თრი ჰილი" |
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Chad Michael Murray Biography (1981-)
- ↑ TV's Sexiest Guys People Magazine
- ↑ Sarah Chauncey. A Cinderella story review. წაკითხვის თარიღი: 2007-11-25.
- ↑ Urban Cinefile feature. წაკითხვის თარიღი: 2007-11-25.
- ↑ The Numbers.com. A Cinderella Story. წაკითხვის თარიღი: 2006-06-17.
- ↑ 6.0 6.1 “Fast Forward His marriage not yet ended, Chad Michael Murray steps out with his new, teen fiancee Kenzie Dalton“, People Magazine, 2006-04-24.
სტატიის