ჩაჩიკაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაჩიკაშვილები — ქართველ კალიგრაფ-მწერალთა ოჯახი. მოღვაწეობდნენ XVIII-XIX საუკუნეებში.

ნიკოლოზ მღვდელი (დ. უცნობია — გ. 1810), მისი ვაჟები კორნილიე ანუ კორნილიოსი და თომა.

ნიკოლოზი თავის დროზე ცნობილი „მწერალთაგანი“ იყო. გადაწერილი აქვს უმეტესად სასულიერო შინაარსის წიგნები: კურთხევანი 1758 წლისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1465), თვეთა მეტყველება 1802 წლისა (A-1321), კურთხევანი 1760 წლისა (A-465), აგრეთვე საერო შინაარსის წიგნები: მსოფლიო ისტორია 1769 წლისა (A-657), წიგნი ისტორია — ზნეობრივი არაკების კრებული, 1793 წლისა (A-1168).

1774-1779 წლებში შეადგინა და თავისი ხელით გადაწერა სადევგმირო და სამიჯნურო თხზულებების (შაჰნამე, ბაამიანი, ყარამანიანი, ბარამიანი, ბარამგურიანი, ჩარდარვიშიანი, თამარიანი და სხვა) დიდი კრებული (A-858, 860, 999). წერდა მხედრულად და ნუსხურად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]