ჩაღრი-ბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაღრი-ბეგი
ხორასნის მმართველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1040 – 1060

დაბადებული989
გარდაცვლილი1060
სარახსი
შვილებიალფ-არსლანი, კავურტი, იაქუტი, სულეიმანი, ბაჰრამ-შაჰი, ილიასი, უსმანი, ჰადიჯე არსლან-ხათუნი, გუჰარ ხათუნი, საფიე

ჩაღრი-ბეგი (თურქ. Çağrı Bey) სრული სახელი: აბუ სულეიმან დავუდ ჩაღრი-ბეგ იბნ მიქაილი (დ. 989 — გ. 1060) — ადრეული თურქ-სელჩუკთა იმპერიის მმართველი. მისი სახელი ჩაღრი არის თურქული წარმოშობის და ნიშნავს ,,პატარა შავარდენს’’. ჩაღრი და მისი ძმა თოღრული იყვნენ მიქაილის ვაჟები და სელჩუკის შვილიშვილები. ჩაღრის ექვსი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. მისი ვაჟი ალფ-არსლანი 1064 წელს გახდა სულთანი. მისი მეორე ვაჟი კავურტი გახდა ქერმანის მმართველი (რომელიც მოგვიანებით სრულიად დამოუკიდებელი გახდა), ხოლო მესამე ვაჟი იაქუტი - აზერბაიჯანის მმართველი. დიდი სელჩუკთა იმპერიის ყველა მმართველი წევრი ჩაღრის წარმომავლობის იყო. იგი გარდაიცვალა ირანის ქალაქ სარახსში. ისტორიული წყაროები მისი გარდაცვალების ზუსტ თარიღს არ იუწყებიან. ვარაუდობენ, რომ ჩაღრი გარდაიცვალა 1059, 1060, 1061 ან 1062 წელს, თუმცა მისი სიკვდილის ზუსტ თარიღად 1060 წელია მიჩნეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]