ჩაქმულის ქანდაკება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქანდაკება

ჩაქმულის ქანდაკება, მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ-იცაში მდებარე მოემართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკებაა წამოწოლილი. ის დაახლოებით ახ. წ. 900-1050 წლებით თარიღდება და შესაძლოა ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავდეს. ქანდაკებას მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც სავარაუდოდ რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანის გულებს აწყობდნენ. ეს სახელი „ჩაქმული“ ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ დე პლონჯენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ-იცას შეისწავლიდა. მისი მტკიცებით ეს სიტყვა ღმერთ-ვეფხვს ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ჩაქმულებს უწოდებენ.