ჩარლზ შუხერტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ შუხერტი
დაბ. თარიღი 3 ივლისი 1858
დაბ. ადგილი ცინცინატი, აშშ
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი 1942
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი, აშშ
სამეცნიერო სფერო პალეონტოლოგია გეოლოგია
ჯილდოები მერი კლარკ ტომპსონის მედალი

ჩარლზ შუხერტი (ინგლ. Charles Schuchert; დ. 3 ივლისი 1858, ცინცინატი, აშშ — გ. 20 ნოემბერი 1942, ნიუ-ჰეივენი, აშშ) — ამერიკელი პალეონტოლოგი და გეოლოგი. იკვლევდა ხმელეთისა და ზღვების განაწილებას წარსულის გეოლოგიურ დროში. პალეონტოლოგიაში ძირითადად დაკავებული იყო უხერხემლოების კვლევით.

1892-1893 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტში, ხოლო 1893-1894 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ კომიტეტში. 1904 წლიდან იელის უნივერსიტეტისა და შეფილდის სამეცნიერო სკოლის პროფესორი. შუხერტის ძირითადი შრომები შეეხება ბრაქიოპოდების ტაქსონომიას, პალეოგეოგრაფიას, ისტორიულ გეოლოგიას, ჩრდილოეთ ამერიკის სტრატიგრაფიასა და გეოსინკლინების კლასიფიკაციას.

1904 წელს შემოიღო ტერმინი პალეობიოლოგია, როგორც „ახალი ფართო მეცნიერების“ ცნება, რომელიც უერთდება „ტრადიციულ პალეონტოლოგიას დამამტკიცებელი ფაქტებითა და გეოლოგიისა და ქიმიის იზოტოპების გაგებით“.

1934 წელს ჩარლზ შუხერტს აშშ-ის ეროვნული აკადემიისაგან მიენიჭა მერი კლარკ ტომპსონის მედალი.[1]

თხზულებები[რედაქტირება]

  • Revision of Paleozoic Stelleroida, with Special Reference to North American Asteroida (1915)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Lull R. S., Charles Schuchert, «American Journal of Science», 1943, v. 241, № 2.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mary Clark Thompson Medal. National Academy of Sciences. წაკითხვის თარიღი: 14 February 2011.