ჩარლზ პერსი სნოუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
C. P. Snow
ჩარლზ პერსი სნოუ
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1905
დაბადების ადგილი ინგლისი, ლესტერი
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 1980
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ინგლისელი
ჟანრი დეტექტიური

ჩარლზ პერსი სნოუ (დ. 15 ოქტომბერი, 1905, ინგლისი, ლესტერი — გ. 1 ივლისი, 1980) — ინგლისელი მწერალი, ფიზიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.


ჩარლზ პერსი სნოუ 1905 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ლესტერში, ინგლისში.

ეს ადამიანი არა მხოლოდ მწერალი იყო, მას სხვა გაქანებებიც ჰქონდა და სხვა სფეროებშიც წარმატებული გახლდათ. ინგლისელი მწერალი, ფიზიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე თავის ქვეყანაში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა.

განათლება იქვე, ლესტერში, ადგილობრივ კოლეჯში მიიღო, რის შემდეგაც კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1930 წლიდან პედაგოგიურ მღვაწეობას ეწეოდა. 1961-1964 წლებში კი სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში არჩეული რექტორი იყო.

სწავლის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა პოსტს იკავებდა დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ მთავრობაში.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად სნოუ აქტიურად წერდა და ამ საქმისთვის არასდროს უღალატია.

დეტექტივი „სიკვდილი იალქნის ქვეშ“ (1932 წელი), ჩარლზ სნოუს პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოებია, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მკითხველებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 11, თბილისი, 2010.