ჩაპალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მზის ჩასვლა ჩაპალას ტბაზე
ჩაპალა
ჩაპალა კოსმოსიდან. 1994 წ.

ჩაპალა (ესპ. Lago de Chapala) – მექსიკის უდიდესი მტკნარი ტბა. მდებარეობს ხალისკოს შტატში, მიჩოაკანის შტატის საზღვართან, ქალაქ გვადალახარიდან სამხრეთით 45 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1, 524 მეტრზე. ტბის ფართობია 1, 100 კმ² და გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით 80 კილომეტრის სიგრძეზე და 18 კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ტბა საკმაოდ წყალმარჩხია, საშუალო სიღრმე 4.5 მეტრია, ხოლო ყველაზე ღრმა ადგილი 10.5 მ. აქ მდებარეობს ორი კუნძული. უდიდესია ლოს-ალაკრანესი.

ჩაპალაში ჩაედინება ოთხი მდინარე – ლერმა, სულა, უარაჩა, დუერო და გამოედინება ერთი – სანტიაგო, რომელიც შემდეგ წყნარ ოკეანეს ერთვის.

ტბის წყლის ბოროტად გამოყენებამ, იგი სასტიკი საფრთხის, დაშრობის, საშიშროებამდე მიიყვანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]