ჩანთოსანი მაჩვისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჩანთოსანი მაჩვისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Peramelidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ჩანთოსანი მაჩვისებრნი (Peramelidae), ძუძუმწოვრების ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 15-50 სმ აღწევს. წინა კიდურების მეორე და მეოთხე თითზე ძლიერი სათხრელი ბრჭყალები აქვთ. ბეწვი მოკლეა, უხეში. მუცელზე აქვთ ჩანთა. ოჯახში 8 გვარის 19 სახეობაა. გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ახალ გვინეასა და მახლობელ კუნძულებზე. ღამის ცხოველები არიან. იკვებებიან უმთავრესად მწერებით.