ჩანეს ხალხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩანე
Chané
El Fuerte Vista del lado.jpg
ელ-ფუერტე-დე-სამაიპატა, ჩანეს ხალხის ნანგრევები ბოლივიაში
საერთო მოსახლეობა

დაახ. 1 500

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
არგენტინის დროშა არგენტინა
ბოლივიის დროშა ბოლივია
ენები
ჩირიგუანო, ესპანური, ჩანე[1]
რელიგიები
ანიმიზმი, კათოლიციზმი

ჩანე ან ისოკენიო — ადგილობრივთა ეთნიკური ჯგუფი, რომელთა ტრადიციული საცხოვრებელი ადგილია გრან-ჩაკოსა და ანდებს შორის მოქცეული ვაკეები და ხეობები, ჩრდილოეთ არგენტინასა და სამხრეთ ბოლივიაში.

ისტორია[რედაქტირება]

ჩანეს ხალხმა, არავაკების ჯგუფებთან ერთად, დაახლოებით 2 500 წლის წინ გაიანა დატოვა. იგი ჩამოყალიბდა როგორც მიწათმოქმედი კულტურა, ააშენეს მჭიდროდ დასახლებული სოფლები, მოაშენეს მარცვლეული, მიწის თხილი და ბამბა. ისინი ასევე ცნობილნი არიან თავიანთ კერამიკითა და გრაფიკებით, რომლებიც ძირითადად აღმოჩენილია ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერის, ელ-ფუერტეს გარშემო არსებულ პამპასებში, ასევე პორტაჩუელოში, კოტოკაში, ელ-პარიში, მატარალსა და ვარნესში.[2] ამავე დროს, ეს ხალხი ამზადებდა ხის ნიღბებსა და ტანსაცმელს.

ჩანეს უძველესი რელიგიური ძეგლი ელ-ფუერტე-დე-სამაიპატა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.[3]

ჩანე საკმაოდ მშვიდობიანი კულტურა იყო და ვაჭრობდა კეჩუაზე მოლაპარაკე ინკებთან და არავაკზე მოსაუბრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან. ჩანემ და ინკებმა ზავიც კი დადეს გუარანის ტომების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების თაობაზე, რომლებიც სამხრეთიდან უტევდნენ; მათ ინკები ჩირიგუანოს ეძახდნენ. ჩანეს მშობლიურ მიწას ხშირად თავს ესხმოდნენ გუარანები და ესპანურ დაპყრობამდე, მათ დაამარცხეს ორივე — ჩანეცა და ინკებიც და დაიპყრეს ის ვაკეები და ხეობები, რომლებიც დღეს ბოლივიის სანტა-კრუსის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.[3] ზოგიერთი ჩანე გუარანის მონად ჩაუვარდა, ზოგიერთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაკლებ ნაყოფიერ მიწებზე გადასახლდა. ჩანეს ბევრი ქალი გუარანებმა ცოლებად წაიყვანეს, შესაბამისად, დაიწყო ასიმილაციის პროცესიც. შემდეგში, კოლონიურ პერიოდსა და არგენტინისა და ბოლივიის დამოუკიდებლობის შემდგომ, გუარანებიცა და გუარანზე მოსაუბრე ჩანებიც ევროპელებში აითქვიფნენ.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Chané." Ethnologue. (retrieved 16 May 2011)
  2. Tras la Huella de los Chané, El Deber, June 1, 2003
  3. 3.0 3.1 "El Fuerte de Samaipata." World Heritage Site. (retrieved 16 May 2011)