ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა (1499)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა
Çandarlı İbrahim Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1498
მმართ. დასასრული: 1499
წინამორბედი: ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: მესიჰ-ფაშა
სულთანი: ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1429
გარდ. თარიღი: 1499
მამა: ჩანდარლი ჰალილ-ფაშა
რელიგია: ისლამი

ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა (თურქ. Çandarlı İbrahim Paşa; დ. 1429 — გ. 1499) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1498—1499 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანდარლის გვარის წარმომადგენელი. ჩანდარლი ჰალილ-ფაშას შვილი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანის მეჰმედ II ფათიჰის ბრძანებით.

1453 წელს ადრიანოპოლში ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა დაინიშნა ყადიდ. 1465 წელს ამასიაში სამხედრო მოსამართლედ, ხოლო 1485 წელს რუმელიაში მან მთავარი სამხედრო მოსამართლის წოდება მიიღო, იბრაჰიმ-ფაშა იყო მომავალ სულთან ბაიაზიდ II-ის აღმზრდელი. 1486 წელს დაინიშნა მესამე ვეზირად 1497 წელს მეორე ვეზირად ხოლო 1498 წელს იბრაჰიმ-ფაშა გახდა ოსმალეთის იმპერიის პირველი ვეზირი.

1499 წელს გარდაიცვალა ვენეციელებთან ზონკიოს ბრძოლაში, დაკრძალულია იზნიქში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Tektaş, Nazım (2002) Sadrazamlar-Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Kitapları.