ჩანაცვლებული (2008 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩანაცვლებული“
დამდგმელი რეჟისორი კლინტ ისტვუდი
პროდიუსერი კლინტ ისტვუდი, ბრაიან გრეიზერი, რონ ჰოვარდი, რობერტ ლორენცი
სცენარის ავტორი ჯეი მაიკლ სტრაჩინსკი
როლებში ანჯელინა ჯოლი
ჯონ მალკოვიჩი
მუსიკა კლინტ ისტვუდი
ოპერატორი ტომ შტერნი
მონტაჟი ჯოელ კოქსი, გერი როუჩი
მხატვარი ჯეიმზ მურაკამი, გერი ფეტისი
სტუდია Imagine Entertainment, Malpaso Productions, Relativity Media
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 24 ოქტომბერი, 2008
ხანგრძლივობა 141 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $55 მლნ
შემოსავალი $113 020 255

ჩანაცვლებული (ინგლ. Changeling) — კლინტ ისტვუდის 2008 წლის ფილმი. ფილმი ნაწილობრივ რეალურ მოვლენას ეფუძნება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მთავარი გმირია ლოს-ანჯელესში მცხოვრები დედა, კრისტინ კოლინსი. 1928 წლის ერთ დღეს მას შვილი გასტაცებენ. მალე პოლიცია ბავშვს დააბრუნებს. კრისტინი შვილს ვერ ცნობს, პოლიციაუმტკიცებს, რომ ეს გადატანილი სტრესის ბრალია. კრისტინს ეჭვი შეეპარება, რომ ეს ბავშვი მისი არაა. მას კორუმპირებულ პოლიციასთან და ბიუროკრატიასთან გამკლავება უწევს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის ორიგინალური სახელწოდება Changeling ევროპულ ფოლკლორში აღნიშნავს მოპარული ან მოტაცებული ბავშვის ნაცვლად დატოვებულ მახინჯ ბავშვს, ელფს ან სხვა არსებას. ის პირდაპირ უკავშირდება ფილმის სიუჟეტს, სადაც დედას დაკარგული შვილის ნაცვლად პოლიცია სხვა ბავშვს დაუბრუნებს.

პრემიერა და შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის პრემიერა გაიმართა კანის 61-ე ფესტივალზე. ფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც შონ პენი ხელმძღვანელობდა, არ მიანიჭა ამ ფილმს არცერთი ჯილდო, მიუხედავად იმისა, რომ „ჩანაცვლებული“ კრიტიკოსთა გამოკითხვის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჟიურიმ რეჟისორ კლინტ ისტვუდს საგანგებოდ მოგონილi პრიზით „კინოში გაწეული ღვაწლისათვის“ მიანიჭა, რომლის ასაღებად ისტვუდი კანში აღარ დაბრუნებულა.[1]

ანჯელინა ჯოლიმ შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსის, კინომსახიობთა გილდიისა და BAFTA-ს ნომინაციები. ოქროს გლობუსზე აგრეთვე ნომინირებული იყო კლინტ ისტვუდი, როგორც საუკეთესო საუნდტრეკის ავტორი. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მხატვრული გაფორმებისა და საუკეთესო ოპერატურისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]