ჩამაკოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჩამაკოკო Chamacoco |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| საერთო მოსახლეობა | ||||||
|
1 800 (2007 წ.)[1] |
||||||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | ||||||
|
|
||||||
| ენები | ||||||
| ჩამაკოკო[1] | ||||||
| რელიგიები | ||||||
| ტრადიციული რწმენები, ქრისტიანობა |
ჩამაკოკოს ხალხი — პარაგვაის ადგილობრივი ხალხი.[2] გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს ბრაზილიაში.[1]
ჩამაკოკო ორი მთავარი დანაყოფისაგან შედგება — ებიტოსო, რომელიც მდინარე პარაგვაის გასწვრივ ცხოვრობს და ტომარაჰო, რომლებიც ტრადიციულად ტყეებში ცხოვრობენ. ებიტოსომ ქრისტიანობა მიიღო, მაშინ როცა ტომარაჰო მარგინალურ არეალებში ცხოვრობს, რათა შეინარჩუნონ ტრადიციული მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. 1980-იან წლებში, ადგილობრივთა ეროვნულმა ინსტიტუტმა (Instituto Nacional del Indigena (INDI)) ტომარაჰო და ეტებისო პუერტო-ესპერანსად წოდებულ დასახლებაში ჩაასახლა.[3]
2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩამაკოკოდ თავს 1 571 ადამიანი მიიჩნევდა და მათი უმრავლესობა ფუერტე-ოლიმპოს რაიონში სახლობდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Chamacoco artwork, National Museum of the American Indian
- Biblioteca Virtual de Paraguay Paraguay Virtual Library
- Centro de Artes Visuales Museo del Barro Mud Museum, Visual Arts Center (Paraguay)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 "Chamacoco." Ethnologue. Retrieved 10 Dec 2011.
- ↑ "Orientation - Chamacoco." Countries and Their Cultures. Retrieved 10 Dec 2011.
- ↑ Mendoza, Marcela. "The Aesthetics and Performance of the Ishir of Paraguay." A Contre Corriente. Vol. 5, Number 1. Feb 2007: 310–413. Retrieved 11 Dec 2011.

