ჩაკ პალანიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაკ პალანიკი
დაბ. თარიღი 21 თებერვალი, 1962
დაბ. ადგილი პასკო, ვაშინგტონი
საქმიანობა ნოველისტი, ესეისტი
ეროვნება დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
პერიოდი 1996 —
მიმდინარეობა პოსტმოდერნიზმი, მინიმალიზმი
დებიუტი მებრძოლთა კლუბი
Magnum opus მებრძოლთა კლუბი

[http://http://chuckpalahniuk.net/ ოფიციალური საიტი]

ჩარლზ მაიკლ „ჩაკ“ პალანიკი (ინგლ. Chuck Palahniuk; დ. 21 თებერვალი, 1962, პასკო, ვაშინგტონი) — ამერიკელი, უკრაინული წარმოშობის ნოველისტი და თავისუფალი ჟურნალისტი. ცნობილია რომანით „მებრძოლთა კლუბი“, რომლის მიხედვით 1999 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პალანიკი დაიბადა პასკოში (ვაშინგტონი). მისი მშობლები არიან კეროლ და ფრედ პალანიკები, რომლებიც შემდგომში გაეყარნენ ერთმანეთს. ჩაკი გაიზარდა ბურბანკში (ვაშინგტონი), მას და მის და-ძმებს ხშირად უწევდათ ბებასთან და ბაბუასთან ცხოვრებაც მშობლების გაყრის გამო.

1986 წელს პალანიკმა დაამთავრა ორეგონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. კოლეჯში სწავლის პარალელურად ის მუშაობდა KLCC რადიოსადგურში ინტერნად. მალე ის საცხოვრებლად გადავიდა პორტლენდში, სადაც ადგილობრივი გაზეთისთვის წერდა, მუშაობდა მტვირთავადაც. იქ მუშაობის პერიოდში, ის წერდა სახელმძღვანელოებს მანქანის გამართვის შესახებ და დროის სიმცირის გამო ხელი აიღო ჟურნალისტობაზე (ამ პროფესიას მაშინაც არ მიბრუნებია, როდესაც წარმატებული ნოველისტი გახდა). პალანიკი ასევე ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებში, როგორც მოხალისე.

პალანიკი ახალგაზრდობაში ასევე გაწევრიანდა მეაბმოხე, კაკაფონისტურ საზოგადოებაში და სისტემატურად ესწრება მათ ღონისძიებებს, მათ შორის ცნობილ "Santa Rampage"-ს. ფლეშ მობებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება შემდგომში მის ნოველებზეც აისახა, მათ შორის „მებრძოლთა კლუბზეც".

კარიერა[რედაქტირება]

პალანიკმა წერა უკვე ოცდაათსგადაცილებულმა დაიწყო. ის ტომ სპანბაუერის საღამოებს ესწრებოდა, რათა გაეცნო ახალი მეგობრები. სპანბაუერის გავლენას მიაწერენ სწორედ პალანიკის მინიმალისტურ სტილს. პალანიკის პირველი წიგნი „უძილობა" არასდროს გამოქვეყნებულა ავტორის სურვილის გამო (შემდგომში „უძილობის“ ნაწილი პალანიკმა გამოიყენა „მებრძოლთა კლუბში"). როდესაც პალანიკი შეეცადა გამოექვეყნებინა მეორე ნოველა "უხილავი მონსტრები", გამომცემლებმა მას უარი უთხრეს ნოველის ზედემტად პროვოკაციული შინაარსის გამო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პალანიკმა მუშაობა მის გახმაურებულ რომანზე „მებრძოლთა კლუბზე". მას უნდოდა გამოცმემლების მეტად პროვოცირება, პირველი ნოველის დაწუნებისთვის.

პალანიკი ეძებდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ წარუმატებლად "მებრძოლთა კლუბის" მიერ მოტანილ პოპულარობამდე. პალანიკის პოპულარობა სწორედ ამ ნოველას ეკუთვნის, უფრო სწორად ფილმს ნოველაზე. ნოველის წარმატებაში და მის ფილმად გადაქცევაში დიდი როლი ითამაშა ედუარ ჰიბერტმა. 1999 წელს, ნოველის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ, გამოვიდა ფილმი "მებრძოლთა კლუბი" დავიდ ფინჩერის რეჟისურით. მიუხედავად იმისა რომ ფილმი გამოსვლის პირველ კვირში ამერიკის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან საკმარისი მოგება ვერ მოიტანა, თუმცა როდესაც ის დი-ვი-დი გაქირავებაში ჩაუშვეს მან მაინც შეძლო იმედების გამართლება. ფილმიც და ნოველაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პალანიკი კი ამიერკაში საკულტო ფიგურად იქცა. ნოველა სამჯერ გამოვიდა თავიდან 1999, 2004 და 2005 წლებში.

ფილმის წარმატების შემდეგ პალანიკმა იმავე წელს გამოუშვა ორი წიგნი "გადარჩენილი" და ოთხი წლის წინ დაწუნებული "უხილავი მონსტრები". ორ წელიწადში კი პალანიკმა გამოსცა პირველი ბესთსელერი "ნიუ-იორკ თაიმსის" რეიტინგებით “ჰაერის უკმარისობა”. იგივე წარმატებას პალანიკის შემდგომ გამოცემული წიგნები ხშირად აღწევდნენ, რის შემდეგაც პალანიკმა დაიწყო ტურნეები წიგნების პრეზენტირებისთვის, სადაც ის კითხულობდა თავის ნოველებს. 1999 წელი რამდენადაც წარმატებული იყო პალანიკის კარიერისთვის, იმდენად საშინელი იყო მისი პირადი ცხოვრებითვის. ამ დროს მამამისმა, ფრედ პალანიკმა, საგაზეთო რეკლამის საშუალებით გაიცნო დონა ფონტაინი. დონას ყოფილი შეყვარებული დეილ შეკლეფორდი იმ დროს სასჯელს იხდიდა სექსალური ძალადობის გამო. შეკლეფორდმა ციხეში დაიფიცა, რომ აუცილებლად მოკლავდა ფონტეინს გამოსვლის შემდეგ. პალანიკი შემდგომში აცხადებდა რომ ფონტაინი ეძებდა კაცს რომელიც დაიცავდა ყოფილი შეყვარებულისგან და მამამისიც ამის გამო ჩაითრია მათ ურთიერთობაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეკლეფორდი გამეგზავრა კენდრიკში (აიდაჰო) ფონტაინის სახლში, სადაც ის ფრედ პალანიკთან ერთად იყო. შეკლეფორდმა ორივე დახოცა, რის გამოც 2001 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ მოვლენების შემდეგ პალანიკმა მუშაობა დაიწყო ახალ ნოველაზე "იავნანა".

2003 წელს პალანიკმა ინტერვიუ მისცა "Entertainment Weekly"-ს ჟურნალისტ კარენ უელბის. ინტერვიუს დროს პალანიკმა ისაუბრა მის პატრნიორზეც. ვინაიდან პრესა მუდამ წერდა პალანიკის ქორწინებაზე და რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ პალანიკი დაქორწინებული იყო ქალზე, ეს ინფორმაცია სიურპრიზი აღმოჩნდებოდა ყველასთვის. პალანიკს შეეშინდა, რომ უელბი ყველაფერს გამოაქვეყნებდა და თავის ოფიციალურ საიტზე დადო აუდიო მიმართვა, სადაც არამარტო აღიარებდა რომ გეი იყო, არამედ უდიერად მოიხსენიებდა უელბის და მის ოჯახის წევრებს. მიმართვა მალე წაიშალა საიტიდან, რაც აფიქრებინებდა მის ფანებს, რომ პალანიკს რცხვენია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის. შემდგომში საინტის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ მიმართვა საიტიდან აიღეს პალანიკის შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამო უელბისადმი. უელბიმ საბოლოოდ არ დაწერა არაფერი პალანიკის პირად ცხოვრებაზე, გარდა იმისა რაც მას პალანიკმა უთხრა. ჩაკმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა მისი საქციელის გამო და სთხოვა ფანებს არ მიექციათ მისი ამ საქციელისთვის ყურადღება. პალანიკი ახლა განცხადებული ჰომოსექსუალია და "ადვოკატი"-სთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით ცხოვრობს მეგობართან ერთად " ყოფილი ეკლესიასთან ვანკუვერში, უოშში".

2003 წელს, როდესაც პალანიკი იყო ტურში მისი ნოველის "დღიურის" მხარდასაჭერად, მან პირველად წაიკითხა მოთხრობა "ნაწლავები", რომელიც შემდგომში შევიდა წიგნში "მოჩვენება". მაშინ 40 ადამიანს გული წაუვიდა ისტორიის მოსმენისას. პალანიკის ტურების შედეგად მოსმენისას გულწასულთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია, რაც საერთოდაც არ აწუხებ პალანიკს. მოთხრობა დაიბეჭდა "ფლეიბოი"-ში, პალანიკმა "ფლეიბოი"-ს უფლება მისცა დაებეჭდა კიდევ ერთი მოთხრობა, მაგრამ ჟურნალის რედაქტორებმა ის ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნიეს და არ დაბეჭდეს.

2005 წელს, მაიმიში (ფლორიდა) "მოჩვენების" ტურის დროს პალანიკმა განაცხადა, რომ ეს ბოლო წიგნი მისი "საშილენებათა ტრილოგიიდან" (იავნანა, დღიური, მოჩვენება). მისი შემდეგი წიგნი "რენტი - ბასტერ კიზის ბიოგრაფია" იქნებოდა დასაწყისი მისი "sci-fi ტრილოგიის".

2008 წელს პალანიკი კლეიტონის სამწერლობო სკოლაში, 18 სტუდენტს უზიარებდა პროზის წერის მისეულ მეთოდებს.

სტილი[რედაქტირება]

პალანიკის ნოველებს აქვს ერთი საერთო, ის ძირითადად პერსონაჟებათ იყენებს ტიპაჟებს, რომლებიც მარგინალებულ იქნენ საზოგადოების მიერ და რომლებიც ხშირად გამოირჩევიან თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი აგრესიული ქმედებებით. "იავნანის" შემდეგ დაწერილ წიგნებში იგრძნობა სატირა.

პალანიკის თხრობის სტილი გამოირჩევა სხვებისგან, ის შეიძლება იწყებოდეს პირობითი ბოლოდან და მიდიოდეს დასაწყისისკენ. ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც კვანძი თავიდანვე, დასაწყისში იხსნება და წიგნში ბოლომდე უბრალოდ ამ კვანძის განზოგადოება და ახსნა მიდის. "იავნანა" ამის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ხშირად თითოეულ ცალკეულ ისტორიებთან ერთად სრულდება და შემდგომში თავიდან იწყება. ამგვარი თხრობის სტილის საპირისპიროდ უფრო მეტად ხაზოვანი თხრობით ხასიათდება "დღიური" და "ჰაერის უკამრისობა".

პალანიკის შემოქმედებაში არის მინიმალისტური ელემენტებიც, რასაც ტომ სფენბაუერის გავლენას მიაწერენ (ის ჩაკის მასწავლებელი იყო 5 წლის განმავლობაში), ასევე ტომ ჯონსს და ბრეტ ელისს. საერთოდ პალანიკს არ უყვარს ლექსიკურად გამდიდრებული, გრძელი წინადადებებით თხრობა, ის ცდილობს მეტად უშუალო და გახსნილი იყოს თხრობისას, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მსუბუქად ჩაიკითხოს მისი მოთხრობის ყველაზე საშინელი სიუჟეტიც კი. თვითონ პალანიკი ამბობს, რომ ურჩევნია წეროს ზმნები, ვიდრე ზედსართავი სახელები. ასევე ყურადსაღებია მისი "მისამღერები", პალანიკი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე ფრაზას რამდენიმეჯერ, რასაც თვითონ სწორედ ზემოთაღნიშნულ სახელს უწოდებს. პალანიკის გმირები ხშირად ხასიათდებიან მიზანთროპული და აბსურდული მიდგომით ისეთ რთულ საკითხებზე როგორიცაა: სიკვდილი, მორალი, ბავშვობა, მშობლები, სექსი, ღმერთი.

პალანიკი პროზაული ნაწარმოებების წერის პარალელურად, წერს ესეეებს და სტატიებსაც, როგორც თავისუფალი ჟურლანისტი. მას ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ჯულიეტ ლუისთან და მერლინ მენსონთან. მისი სტატიები, ესეები და ინტერვიუები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალებში (მაგ.: Los Angeles Times, Gear ). მისი "ნამდვილი ისტორიები" გამოქვეყნდა 2004 წელს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პალანიკის არალიტერატურული ნაშრომებიც.

ჯილდოები[რედაქტირება]

  • 1997 წელს მიიღო ჩრდილოდასავლეთის წიგნის საზოგადოების ჯილდო "მებრძოლოთა კლუბისთვის"
  • 1997 წელს მიიღო ორეგონის წიგნის საზოგადოების ჯილდო "მებრძოლთა კლუბისთვის"
  • 2003 წელს მიიღო ორეგონის წიგნის საზოგადოების ჯილდო "იავნანასთვის"
  • 2003 წელს მიიღო ჩრდილოდასავლეთის წიგნის საზოგადოების ჯილდო "იავნანასთვის"

სხვადასხვა კონკურსებზე ნომინირებული იყო მისი ნოველები "იავნანა", "გადარჩენილი", "მოჩვენება".

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

პროზა[რედაქტირება]

პატარა მოთხრობები[რედაქტირება]

  • "Fetch" - 2009
  • "Loser" - 2010

არალიტერატურული[რედაქტირება]

  • გაქცეულები და დევნილები - სეირნობა პორტლენდში, ორეგონში (2003)
  • შეთხზულზე უცნაური - ნადვილი ისტორიები (2004)

ფილმები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]