ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Chaco Canyon Chetro Ketl great kiva plaza NPS.jpg
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 353
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 353
რუს.ინგლ.ფრ.

ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი (ინგლ. Chaco Culture National Historical Park) — ჩაკოს კულტურის გავრცელების არეალი, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, ნიუ-მექსიკოს შტატში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის გადაწყვეტილებით, 1907 წლის 11 მარტს აქ შეიქმნა დაცული ტერიტორია, რომელიც ეროვნული მონუმენტის სტატუს ატარებდა. მრავალი წლის შემდეგ 1980 წლის 19 დეკემბერს, გაფართოვდა ეროვნული მონუმენტის ტერიტორია და მას სტატუსი შეეცვალა, ამიერიდან ეს ადგილი ეროვნულ პარკად იწოდებოდა. 1987 წლის 8 დეკემბერს, ჩაკოს ეროვნული პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

ეროვნული პარკი მოიცავს 137,49 კმ ² ტერიტორიას. აქ არის ადამიანის უძველესი ნაშთები, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ აღმოჩენილი ადამიანის ფრაგმენტები ჩვენს ერამდე 7000 წლით თარიღდება. ამ ადგილებში უძველესი დროიდანვე ცხოვრობდა პუებლოს ტომი.

ჩაკაოს ეროვნულ პარკში მდებარეობს დაახლოებით 4000 არქეოლოგიური ძეგლი. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 60-70 ათასი ტურისტი ჩადის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]