შუქრი კუათლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუქრი კუათლი

შუქრი კუათლი (1891 დამასკო – გ. 30 ივნისი, 1967, ბეირუთი, ლიბანი) — სირიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1908–1915 წწ „ახალგაზრდა არაბეთის“ საზოგადოების ერთ–ერთი ხელმძღვანელი. პარტია კუთლა ვატანიის ერთ–ერთი დამაარსებელი (1927 წ.) და გენერალური მდივანი. 1936 წლიდან პარლამენტის დეპუტატი. 1943–1949 წწ. სირიის პრეზიდენტი. 1949 წლის 30 მარტს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა ეგვიპტეში, სადაც 1955 აგვისტომდე დაჰყო. 1955 წლის სექტემბრიდან – 1958 წლის თებერვლამდე კვლავ სირიის პრეზიდენტია. გარდაიცვალა ბეირუთში, დაკრძალულია დამასკოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]