შუნგას იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატლანტი იაკსში, უფრო დიდი გამოსახულება იყო

შუნგას იმპერია ( ან სუნგა) წარმოიქმნა ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძვ.წ. დაახლოებით 185—73 წლებში. სახელმწიფო წარმოიქმნა მაურიების იმპერიის დაცემის შემდეგ. დედაქალაქი — პატალიპუტრა.


მაურიების იმპერიის დაცემა[რედაქტირება]

ძვ.წ. 185 წელს მეფე აშოკას გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ მაურიების უკანასკნელი მეფე ბრიჰადრათჰა სასტიკად იქნა მოკლული სამხედრო აღლუმზე საკუთარი მთავარსარდლის პუშიამიტრა შუნგას მიერ, რომელმაც თავი მეფედ გამოახცადა და ახალი დინასტია შექმნა.

ბუდიზმის დევნა[რედაქტირება]

პუშიამიტრა შუნგა იყო მორწმუნე ბრამინი. ის იყო ბუდიზმის მკვეთრი მოწინააღმდეგე და სისასტიკით ცნობილი. მან დანგრია ბუდისტური მონასტრები და დახოცა ბერები. ის აჯილდოებდა ხალხს ბუდისტი ბერების მკვლელობებისთვის. ბუდისტური მონასტრები იძარცვებოდა და გარდაიქმნებოდა ინდუისტურ ტაძრებად. განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნალანდა, ბოდგაია, სარნატი, და მატჰურა.

კონფლიქტი ინდო-ბერძნებთან[რედაქტირება]

დაახლოებით, ძვ. წ. 180 წელს ინდო-ბერძნების მეფე დემეტიოს I ბაქტრიელი გაემართა შუნგას წინააღმდეგ სალაშქროდ. მიაღწია თითქმის პატალიპუტრამდე. წარმოქმნა ახალი ინდო-ბერძნული სამეფო ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. შეჭრის მიზეზად ითვლება აგრეთვე ბუდიზმი, რომელმაც ამ ადგილების დაკავებიდან მალევე აყვავებას მიაღწია.

განსაკუთრებით არსებითი წვლილი ბუდიზმის განვითარებასა და გავრცელებაში მიუძღვის მხსნელად წოდებულ მეფე მენანდერ I-ს (მილინდას)

ჰელიოდორის სვეტის თანახმად, ინდო-ბერძნები და შუნგა დაზავდნენ და დაახლოებით ძვ.წ. 110 წელს გაცვალეს დიპლომატიური მისიები.

შუნგას სამეფოს ბოლო პერიოდი[რედაქტირება]

გვინ პერიოდში შუნგას სამეფოში გაგრძელდა წინაარმდეგობა ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში. ხოლო შუნგას დინასტიის დაცემის შემდეგ იმპერიას მართავდა კავნას დინასტია.


შუნგას მეფეთა სია[რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Dictionary of Buddhism by Damien KEOWN (Oxford University Press, 2003) [ISBN 0-19-860560-9]
  • "Ashoka and the decline of the Mauryas" Romila Thaper (London 1961).


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]