შულავერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შულავერი (მდინარე))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შულავერი (მრავალმნიშვნელოვანი).
შულავერი
სომხ. Շուլավեր
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე
ლორეს პროვინცია
სათავე ლოქის ქედი
41°11′41″ ჩ. გ. 44°35′38″ ა. გ. / 41.194750° ჩ. გ. 44.593917° ა. გ. / 41.194750; 44.593917
სათავის მდებარეობა სომხეთი
შესართავი ხრამი
41°24′14″ ჩ. გ. 44°50′09″ ა. გ. / 41.403972° ჩ. გ. 44.836056° ა. გ. / 41.403972; 44.836056
შესართავის მდებარეობა საქართველო
სიგრძე 38 კმ
აუზის ფართობი 177 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,44 მ³/წმ
შულავერი — საქართველო
შულავერი
შულავერი
შულავერი — ქვემო ქართლი
შულავერი
შულავერი
— სათავე, — შესართავი

შულავერი (სომხ. Շուլավեր) — მდინარე საქართველოსა და სომხეთში. მოქცეულია მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ლორეს პროვინციაში.[1] სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ლალვარის მახლობლად.[2] ხრამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართობი 177 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში, წყალმოვარდნები ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,44 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 197.
  2. Топографическая карта K-38-102 - 1 : 100 000. Алаверди. 1976
  3. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 55.