შუამიწეთის საკვები და სასმელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქ მოცემულია გამოგონილი საჭმელ-სასმელი, რომელიც აღწერილია მხოლოდ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში.

საკვები[რედაქტირება]

თაფლაკვერი[რედაქტირება]

თაფლის ორჯერ გამომცხვარი კვერი, რომლის რეცეპტი მხოლოდ ბეორნის საგვარეულომ იცოდა. კვერები მოგზაურების საკვებს წარმოადგენდა და მოგზაურებს დიდი ხნით ანაყრებდა, მაგრამ, დიდი რაოდენობით თაფლის შემცველობის გამო, წყურვილის გრძნობას აძლიერებდა.

კრამი[რედაქტირება]

ესგაროთელი და ველის მაცხოვრებელი ადამიანების მიერ მომზადებული ორცხობილა, რომლებსაც მოგზაურებისთვის ამზადებდნენ (როგორც თაფლაკვერი და ლემბასი). ლემბასებისგან და თაფლაკვერებისგან განსხვავებით, კრამი ნაკლებად გემრიელი იყო, თუმცა თაფლაკვერებზე მეტად ანაყრებდა მოგზაურს.

ლემბასი[რედაქტირება]

ელფების საგზაო პური, რომელსაც ჯერ კიდევ პირველ ეპოქაში ამზადებდნენ. ლემბასი ბევრად ნოყიერია კრამზე და გემოვნური თვისებებით აღემატება თაფლაკვერებს. ლემბასი გარედან ღია ყავისფერი, შიგნიდან კი თეთრი ფერისაა და მისი ერთი ნაჭერი მთელი დღის სამყოფ საკვებად ითვლება. ლემბასი დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება, თუმცა გემოს შესანარჩუნებლად მალორნის ფოთლებში გახვეულს ინახავენ. ლემბასის რეცეპტს ელფები საიდუმლოდ ინახავენ. ფაქტია, რომ წყვდიადის არსებებს, მაგალითად, ორკებს ან გოლუმს (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ოდესღაც ჰობიტი იყო) ლემბასით კვება არ შეუძლიათ.

სასმელი[რედაქტირება]

ენტების სასმელი[რედაქტირება]

ენტების სასმელი იყო წყალი, რომელიც ამოღებული იყო ფანგორნის მთის წყაროებიდან, ეს წყლები წარმოადგენდნენ მდინარე ენტმრწყველი სათავეებს და მათ განსაკუთრებული თვისებები ჰქონდათ. ენტები მას გამოსაცოცხლებლად სვამდნენ, თუმცა ადამიანებზე სასმელს სხვანაირი ეფექტი ჰქონდა — სიმაღლეში შესამჩნევლად ზრდიდა, რაშიც არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი დარწმუნდნენ, როდესაც ჰობიტისთვის უჩვეულოდ გამაღლებულ მერის დაპიპინს შეხვდნენ. გამოსაცოცხლებელ ეფექტი ჰქონდა მდინარე ენტმრწყველსაც, მაგრამ ის შედარებით სუსტი იყო.

მირუვორი[რედაქტირება]

ელფების თბილი და გამომაცოცხლებელი სასმელი, რომლის მომზადების საიდუმლოს ელფები მკაცრად ინახავენ. მირუვორს ელფები ძირითადად დღესასწაულების დროს იყენებდნენ, იგი დამლევს ათბობდა და ძალებს აღუდგენდა. ლისე-მირუვორ ელფურად ტკბილ თაფლს ნიშნავს, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ იგი ძირითადად თაფლისგან მზადდება. რივენდელიდან წამოსვლისას ბეჭდის საძმოს ელრონდმა ცოტაოდენი მირუვორი გაატანა, ვინაიდან მისი მარაგი ცოტა იყო, განდალფი მას მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იყენებდა: პირველად მაშინ დაალევინა საძმოს წევრებს, როდესაც კარადრასის უღელტეხილზე გადადიოდნენ, მეორედ — უღელტეხილიდან ჩამოსვლამდე, ხოლო მესამედ — როდესაც მორიაში შევიდნენ, ამის შემდეგ მათ მირუვორი აღარ დარჩათ.

ორკების სასმელი[რედაქტირება]

ამ სასმელს ორკები მარშ-ნახტომების დროს გამოსაცოცხლებლად და ძალების აღსადგენად იყენებდნენ, მისი შემადგენლობა უცნობია, მაგრამ იგი საკმაოდ მწარე იყო, დამლევს მთელ შიგნეულობას უხურებდა და ტკივილის გრძნობას უცხრობდა. როდესაც სარუმანის ურუკებს იზენგარდში დატყვევებული მერი და პიპინი მიჰყავდათ, მათი მეთაური, უგლუკი, ჰობიტებს ამ სასმელს აძლევდა, რომ მოღონიერებულიყვნენ და თავად ევლოთ. მიუხედავად თავისი თვისებებისა, მირუვორისგან განსხვავებით, სასმელი დამლევს სიამოვნებას არ ანიჭებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]