შუამიწეთის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუამიწეთის ისტორია (ინგლ. The History of Middle-earth) — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ხელნაწერების კრებული, გამოცემული მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ, 1983-1996 წლებში. სერია შედგება 12 ტომისგან, სადაც შეტანილია როგორც მკითხველისათის უკვე ნაცნობი, ასევე უცნობი მასალა - ძირითადად, პირვანდელი სახის მქონე კონცეფციები. ტომებს თან ახლავს ვრცელი კომენტარები, ანალიზი, ამა თუ იმ აბზაცის განხილვა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ სხვადასხვა ინგლისურ ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება ხელნაწერები, რომელთა შინაარსი ბევრმა არც იცის.

სერიის პირველი ხუთი წიგნი მიმოიხილავს „სილმარილიონის“ და მასთან დაკავშირებული მოვლენების ფაქტებს. შემდეგი ოთხი წიგნი ეხება ბეჭდის ომის მოვლენებს. მეცხრე წიგნში განხილულია ნუმენორის კუნძული. მეათე და მეთერთმეტე ტომები კვლავ უბრუნდება „სილმარილიონის“ მასალას. მეთორმეტე ტომში წარმოდგენილია ინფორმაცია, თუ როგორ იქნა შედგენილი „ბეჭდების მბრძანებლის“ დამატებითი თავები.

წიგნები[რედაქტირება]

  1. დაკარგული მოთხრობების წიგნი 1 (1983)
  2. დაკარგული მოთხრობების წიგნი 2 (1984)
  3. ბალადები ბელერიანდზე (1985)
  4. შუამიწეთის ჩამოყალიბება (1986)
  5. დაკარგული გზა და სხვა ნაწერები (1987)
  6. წყვდიადის დაბრუნება (ბეჭდების მბრძანებელი ვერ.1) (1988)
  7. იზენგარდის ღალატი (ბეჭდების მბრძანებელი ვერ. 2) (1989)
  8. ბეჭდის ომი (ბეჭდების მბრძანებელი ვერ. 3) (1990)
  9. დამარცხებული საურონი (აგრეთვე შეტანილია ბეჭდების მბრძანებლის ისტორია) (1992)
  10. მორგოთის ბეჭედი (იგივე სილმარილიონი ვერ. 1) (1993)
  11. სამკაულთა ომი (იგივე სილმარილიონი ვერ. 2) (1994)
  12. შუამიწეთის ხალხები (1996)

2002 წელს აგრეთვე გამოვიდა წიგნი-სარჩევი შუამიწეთის ისტორია: სარჩევი.

IX ტომის შემოკლებული ვერსია ასევე გამოვიდა წიგნის მესამე ეპოქის დასასრული სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]