შტეტინის ხელშეკრულება (1630)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შტეტინის ხელშეკრულება — დაიდო შვედეთსა და პომერანიის საჰერცოგოს შორის. ხელშეკრულებამ შექმნა ლეგალური ბაზა პომერანიის შვედური ოკუპაციისთვის ოცდაათწლიანი ომის დროს. ხელი მოაწერეს 1630 წლის 25 აგვისტოდან, თუმცა მოქმედად ითვლებოდა 10/20 ივლისიდან - პომერანიაში შვედების გადასხმის დღიდან.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1627 წელს ფრანცბურგის კაპიტულაციის საფუძველზე პომერანია ოკუპირებული იყო იმპერიის ჯარების მიერ. მხოლოდ ქალაქ შტრალზუნდმა განაცხადა უარი დამორჩილებოდა კაპიტულაციის პირობებს და მიმართა საშველად შვედეთს. შვედეთმა და შტრალზუნდმა დადეს ერთმანეთში 20 წლიანი ზავი, თუმცა შვედეთი მაშინვე ვერ მივიდოდა საშველად, რადგან დაკავებული იყო ომით რეჩ-პოსპოლიტასთან. ამ დროს იმპერიის ჯარმა დაამარცხა ლაშქარი, რომელმაც სცადა ჩარეოდა დანიის მეფის ბრძოლაში. იგი იძულებული იყო 1629 წელს ხელი მოეწერა ლიუბეკის ზავისთვის. შთაგონებული ამ წარმატებთ შთაგონებულმა იმპერატორმა დაიწყო პროტესტანტული ტერიტორიების რეკათოლიზაცია და გამოსცა რესტიტუციური ედიქტი.

1629 წლის სექტემბერში შვედეთმა და რეჩ-პოსპოლიტამ ხელი მოაწერა დროებით ზავს, რითაც გაათავისუფლა შვედეთის ჯარი. საგანგებო მომზადების შემდეგ,1630 წლის ზაფხულში შვედები გადასხეს კუნძულ უზედომზე და დაიწყეს მომზადება ოდერის შესართავთან.

პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულების პირველი ვარიანტი, რომელიც შეთავაზებული იყო პომერანიის საჰერცოგოს საბჭოს მიერ 20 ივლისს უარყო შვედეთის მეფემ. მეორე ვარიანტი იყო დააბრუნეს საბჭოში პირობების ჩამონათვალით, რომელსაც დაჟინებით ითხოვდა შვედეთი. 22 აგვისტოს დაიწყო შვედეთ-პომერანიის მოლაპარაკებები, რომელსაც 1 სექტემბერს შეუერთდა გუსტავ II ადოლფი. კავშირს „სამუდამო დროით“ მოაწერეს ხელი 4 სექტემბერს.

ხელშეკრულების გარდა ხელი მოაწერეს ე. წ. პომერანიის დაცვის კონსტიტუციას (1630 წლის 30 აგვისტო) და „დაბინავების წესს“ (1630 წელი). შვედეთის მეფემ და მათმა გენერლებმა მიიღეს სრული კონტროლი საჰერცოგოს სამხედრო საქმეებზე. ამ დროს როდესაც პოლიტიკური და სასულიერო ხელისუფლება დარჩა ჰერცოგს, საჰერცოგოს შინაგანი საქმეებზე პასუხისმგებლობას თავზე იღებდა შვედეთი. პომერანიას უნდა გადაეხადა ყოველწლიურად კონტრიბუცია 100 000 ტალერი, ასევე ვალდებული იყო შეენახა შვედეთის ოთხი გარნიზონი.

შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულების დადების შემდეგ პომერანიის ჰერცოგმა ბოგუსლავ XIV-მ, მიწერა წერილი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს ფერდინანდ II-ს, რომელშიც მითითებული იყო, რომ შვედეთთან კავშირი არ იყო მიმართული იმპერიის და იმპერატორის წინააღმდეგ, თუმცა საჭიროა კონსტიტუციური წესის დასაცავად. პასუხად შვედური ჯარის გამოჩენაზე, რომელიც განლაგებული იყო პომერანიაში, ფრანცბურგის კაპიტილაციის თანახმად, იმპერიის ჯარებმა დაიწყეს რეიდები და ძარცვები, რამაც გამოიწვია შვედების მხარდაჭერა პომერანიის მოსახლეობის მიერ. 1631 წლის ზაფხულში იმპერული ჯარი განდევნეს შვედებმა პომერანიიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Backhaus, Helmut (1969). Reichsterritorium und schwedische Provinz: Vorpommern unter Karls XI. Vormündern 1660-1672 (German). Vandenhoeck u. Ruprecht. 
  • Clark, Christopher M (2006). Iron kingdom: the rise and downfall of Prussia, 1600-1947. Harvard University Press. ISBN 0-674-02385-4. ციტირების თარიღი: 10 August 2009. 
  • Droste, Heiko (2006). Im Dienst der Krone: Schwedische Diplomaten im 17. Jahrhundert (German). Berlin-Hamburg-Münster: LIT Verlag. ISBN 3-8258-9256-5. 
  • Heitz, Gerhard; Rischer, Henning (1995) Geschichte in Daten. Mecklenburg-Vorpommern (German). Münster-Berlin: Koehler&Amelang. ISBN 3-7338-0195-4. 
  • Heckel, Martin (1983). Deutschland im konfessionellen Zeitalter (German). Vandenhoeck & Ruprecht. ISBN 3-525-33483-4. 
  • Kohler, Alfred (1990). Das Reich im Kampf um die Hegemonie in Europa 1521-1648 (German). Oldenbourg Wissenschaftsverlag. ISBN 3-486-55461-1.