შტარნბერგერ-ზეე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტარნბერგერ-ზეე
შტარნბერგერ-ზეე
შტარნბერგერ-ზეე
კოორდინატები: 47°54′14″ ჩ. გ. 11°18′26″ ა. გ. / 47.90389° ჩ. გ. 11.30722° ა. გ. / 47.90389; 11.30722
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე ზღვის დონიდან 596 
სიგრძე 20.2 კმ
ფართობი 58.36 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 127.8 
შტარნბერგერ-ზეე — გერმანია
შტარნბერგერ-ზეე

შტარნბერგერ-ზეე (გერმ. Starnberger See) — ტბა სამხრეთ გერმანაიში, ბავარიაში. მდებარეობს მიუნხენის სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, ბავარიის ზეგანზე, ზღვის დონიდან 596 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 58.36 კმ², მაქსიმალური სიღრმე 127.8 მ, წყლის მოცულობა 2,998 კმ³. ტბიდან გამოედინება მდინარე ვიურმი, რომელიც ერთვის მდინარე ამპერს მარჯვნიდან. მტკნარწყლიანია. ზაფხულში წყლის ტემპერატურა უდრის 15-24°С. დასვენების პოპულარული ადგილია. შტარნბერგერ-ზეეს ჩრდილოეთ ნაწილშია ქალაქი შტარნბერგი. ტბაში არის პატარა კუნძული როზენინზელი. 1976 წლიდან ტბა დაცულია რამსარის კონვენციით. 1962 წლამდე ეწოდებოდა ვიურმზეე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]