შრომითი რესურსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შრომითი რესურსები — ქვეყნის მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი, ე.ი. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჩაბმულია ქვეყნის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, ანდა პრეტენზიას აცხადებს შრომაზე. თავის მხრივ, შრომისუნარიანი მოსახლეობა მთელი რიგი სოციალურ–ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივი პირობების გათვალისწინებით იყოფა ორ ჯგუფად: ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად (შრომისუნარიანი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივ წარმოებაში. აქ შედის ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გარკვეულ დროს არ მუშაობს, ელოდება სამუშაოს და სურს მუშაობა) და ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად (მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს და არც ეძებს სამუშაოს საშინაო საქმეებით დაკავებულობის გამო, აქ შედიან ასევე სტუდენტები და სამხედრო სამსახურში მყოფნი, ასევე საპენსიო ასაკის მოსახლეობა, რომელიც ჩაბმული არაა მეურნეობაში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]