შოჰრე აგდაშლუ
| შოჰრე აგდაშლუ Shohreh Aghdashloo |
|
შოჰრე აგდაშლუ ტორონტოს კინოფესტივალზე (2008 წელი) |
|
| დაბადების სახელი | პარი ვაზირი-ტაბარი |
| დაბადების ადგილი | თეირანი, ირანი |
| დაიბადა | 11 მაისი 1952 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1976–დღემდე |
შოჰრე აგდაშლუ (ინგლ. Shohreh Aghdashloo, სპარს. شهره آغداشلو ; დ. 11 მაისი 1952, თეირანი, ირანი) — ამერიკელი კინომსახიობი. წარმოშობით ირანელი. 2004 წელს იგი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმში „სახლი ქვიშისა და ბურუსისგან“. 2009 წელს მიიღო ემის პრემია შესრულებული როლისთვის სერიალში „სადამის სახლი“.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
შოჰრე პარი ვაზირი-ტაბარი (ინგლ. Shohreh Pari Vaziri-Tabar) დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში. დაქორწინების შემდეგ იცვლის გვარს აგდაშლუზე. შოჰრე აგდაშლუმ მსახიობობა 18 წლის ასაკიდან დაიწყო. თეატრში ასრულებდა მრავალრიცხოვან მთავარ როლებს. შემდეგ მიიწვის კინოში. პირველი როლი კინოში მიიღო 1977 წელს. 1979 წელს განვითარებული რევოლუციის შემდეგ მან დატოვა ირანი და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. იქვე დასრულა განათლების მიღება.
აშშ-ში მისი კინოდებიუტი 1989 წელს შედგა. ამავე პერიოდიდან იწყება მისი ტელევიზიაში გამოჩენა. მრავალი წლის მანძილზე იგი მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. 1990 წწ. უმეტესად მცირე როლებს ღებულობდა.
2003 წლიდან კარდინალურად შეიცვალა მისი კინოკარიერა. ამ პერიოდიდან იგი აღიარებული მსახიობი ხდება. 2003 წელს აგდაშლუმ მიიღო თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი ფილმში „სახლი ქვიშისა და ბურუსისგან“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ბენ კინგსლიმ და ჯენიფერ კონელიმ. როგორც მსახიობი შოჰრე აგდაშლუ აღიარებულ იქნა კინოკრიტიკოსებისა და მაყურებელთა მხრიდან. ამ როლისთვის არაერთი ჯილდო მოიგო და ოსკარზეც კი იყო ნომინირებული. შემდეგ ითამაშა სერიალში „24 საათი“. აქტიურად აგრძელებს კინოშემოქმედებას და მონაწილეობს ისეთ ფილმებში როგორებიცაა „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“, „იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა“, „ამერიკული ოცნება“ და სხვ. ერთ-ერთი მისი ბოლო ნამუშევარია ფილმი „ქვებით ჩაქოლვა“. მეტად ემოციური და დრამატული მსახიობია.
სამსახიობო ამპლუა: დრამა, თრილერი, კომედია.
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
- შოჰრე აგდაშლუ გარდა იმისა რომ მსახიობია, არის ასევე პროდიუსერიც;
- მისი სიმაღლეა 1.65 სმ;
- ჰყავს ერთი შვილი.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1976 | ცუდი შატრანჯე | Shatranje bad | |
| 1977 | რეპორტაჟი | Gozaresh | |
| 1978 | Sooteh-Delan | Sooteh-Delan | |
| 1989 | სასტუმრო ასტორიას სტუმრები | Guests of Hotel Astoria | |
| 1991 | რაჰა | Raha | |
| 1993 | ოცი დოლარი | Twenty Bucks | |
| 2000 | სამოთხის გადარჩენა | Surviving Paradise | |
| 2002 | მარიამი | Maryam | |
| 2002 | შეპყრობილი | Possessed | |
| 2003 | სახლი ქვიშისა და ბურუსისგან | House of Sand and Fog | |
| 2005 | ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან | The Exorcism of Emily Rose | |
| 2006 | ამერიკული ოცნება | American Dreamz | |
| 2006 | იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა | X-Men: The Last Stand | |
| 2006 | სახლი ტბასთან | The Lake House | |
| 2006 | ღვთიური შობა | The Nativity Story | |
| 2008 | თილისმა ჯინსები 2 | The Sisterhood of the Traveling Pants 2 | |
| 2008 | ქვებით ჩაქოლვა | The Stoning of Soraya M. | |
| 2009 | შიგნიდან | In Northwood | |
| 2010 | Lonesdale | Lonesdale |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]