შოჩიმილკო (ტბა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოჩიმილკო. 1847 წლის რუკა

შოჩიმილკო – უძველესი ჩაკეტილი ტბა მექსიკაში, მეხიკოს ველზე. მიეკუთვნება მლაშე ტბათა სერიას, რომელშიც შედიან ტესკოკო, სუმპანო და ხალტოკანი, ასევე მტკნარი ტბა ჩალკო. თვითონ შოჩიმილკო მტკნარი ტბაა.ამ ტბებთან სახლობდა ისეთი ცივილიზაციები, როგორებიცაა ტეოტიუაკანები, ოლმეკები და აცტეკები.

შოჩიმილკოს ტბის მტკნარი წყალი, მოსახლეობას საშუალებას აძლევდა მის სამხრეთ ნაწილში ჩინამპას წესით განევითარებინა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. სწორედ ამიტომ, ეს ტერიტორია გახდა აცტეკების პირველი სამიზნე, რომლებმაც შემდეგ იგი დაიპყრეს.

მეხიკოს ველის ეს ხუთი ტბა დღეს თითქმის გამქრალია. შოჩიმილკოს ტბიდან მხოლოდ მისი არხებიღაა დარჩენილი.

ტივები შოჩიმილკოზე

შოჩიმილკო ერთადერთი თავშესაფარი რჩება მექსიკისთვის ენდემური სალამანდრას ისეთი სახეობისათვის, როგორიცაა ახოლოტლი. ეს სალამანდრა ასევე ბინადრობდა ჩალკოს ტბაშიც, სანამ ის დაშრებოდა.

1968 წლის მეხიკოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შოჩიმილკო მასპინძლობდა კანოეებით და ნიჩბოსნობაში შეჯიბრებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]