შოშიასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოშიასებრნი
Acridotheres tristis1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Sturnidae

შოშიასებრნი, შროშანისებრნი (ლათ. Sturnidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 17-55 სმ, მასა 50-150 გ აღწევს, ნიადაგურ-მეხეური ფრინველები არიან. აქვთ სწორი ნისკარტი, მაგარი ფეხები, შეფერვაში ჭარბობს შავი, ყავისფერი, თეთრი ფერები, ხშირად ლითონისებრი ბზინვარება ახლავს. ზოგი შეფერილია ღია წითლად, ლურჯად და სხვა. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, ხელოვნურად შეყვანილი არიან ჩრდილოეთ ამერიკისა და ახალ ზელანდიაში. ბინადრობენ ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ბუდეს იკეთებენ ფუღუროში, სოროში, ნაპრალში, ქვებქვეშ, სახლდებიან ხელოვნურ საბუდრებშიც. დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2-3 კვირას გრძელდება. ოჯახში 110 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 2 სახეობა — ტარბი და ჩვეულებრივი შოშია (Sturnus vulgaris), რომელიც ჩვენში ბუდობს, ხოლო ზამთარში მასობრივად ნომადობს. იკვებება მწერებითა და კენკრით.

ლიტერატურა[რედაქტირება]