შონ პოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შონ პოლი

შონ პოლი დაიბადა იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში. მისი მშობლებიც ნიჭიერი ადამიანები იყვნენ. დედა განთქმული მხატვარი იყო. დედამისი წარმოშობით აფრიკიდან იყო, მამა კი — პორტუგალიიდან. შონ პოლის ოჯახის წევრების უმრავლესობა მოცურავეები იყვნენ. შონიც სპორტზე დადიოდა, კერძოდ წყლის ხელბურთზე.

დანსჰოლის სტილის მუსიკის სიყვარული, მისი პირველი სიყვარული იყო. თავიდან მან თავისი მუსიკალური მოღვაწეობა დიჯეობით აიწყო.

2000 წელს მან გამოუშვა პირველი ალბომი — Stage One, რომელიც მთლიანად აქცენტირებული იყო რეგის სტილზე.

2002 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი, რომლითაც მან კრიტიკსების სიმპათია დაიმსახურა. ამ ალბომში, რეგისთან ერთად იყო დანსჰოლის ელემენტებიც.

2005 წელს — The Trinity. ამ ალბომით კი მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. სიმღერა We Be Burnin კი ნამდვილ ჰიტად იქცა.

2009 წლის The Next Thing მისი უახლესი ნამუშეარია.