შოლომ-ალეიხემი
| შოლომ რაბინოვიჩი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 2 მარტი, 1859 |
| დაბადების ადგილი | პერეიასლავი, უკრაინა |
| გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1916 |
| გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
| ფსევდონიმი | შოლომ-ალეიხემი |
| საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი |
| ეროვნება | ებრაელი |
შოლომ-ალეიხემი (იდიშ. שלום־עליכם, რუს. Шолом-Алейхем, უკრ. Шолом-Алейхем)(ნამდვილი სახელი და გვარი შოლომ ნოხუმის ძე რაბინოვიჩი) (დ. 2 მარტი, 1859, ქალაქი პერეიასლავი, უკრაინა — გ. 13 მაისი, 1916, ნიუ-იორკი, აშშ) – ებრაელი მწერალი. წერდა ებრაულ ენაზე, იდიშზე და რუსულზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1879 წლიდან. ებრაული და რუსული ლიტერატურის დემოკრატიისა და საგანმანათლებლო ტრადიციების მიმდევარი იყო.
1900-იან წლების დასაწყისში დაუახლოვდა ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვს, მ. გორკის, ვ. კოროლენკოს. 1905-07 რევოლუციური განწყობილებანი აისახა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ მის სატირულ პამფლეტებში, მოთხრობებში („ბიჭუნა მოტლი“), რომანში „წარღვნა“. რეაქციის გაბატონებისა და კიევის ებრაელთა ცნობილი დარბევის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა. 1908 წელს დაბრუნდა რუსეთში. შოლომ-ალეიხემის შემოქმედება გამოირჩევა დიდი ჰუმანიზმით, უბადლო იუმორით, მდიდარი ენით. იგი პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 11, გვ. 17, თბ., 1987.
სტატიის