შოთა მშვენიერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა მშვენიერაძე
დაბ. თარიღი 27 მარტი, 1927(1927-03-27)
დაბ. ადგილი ზესტაფონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2000
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

შოთა მშვენიერაძე (დ. 27 მარტი, 1927 — გ. 2000) — ქართველი ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1956 წელს.

1956 წლიდან სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა თბილისის სამხელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, საქართველოს ჰიგიენის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში და სამედიცინო აკადემიაში.

1960-იანი წლებიდან აწარმოებდა რეგისტრირებულ კერძო სამედიცინო პრაქტიკას. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კურორტების განვითარებაში. 1995 წელს დააარსა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი მკურნალი, რომლის სარედაქციო საბჭო წარმოადგინა დარგის ცნობილი მოღვაწეებით. ჟურნალი დიდ სამსახურს უწევდა როგორც პრაქტიკოს ექიმებს, ისევე მაძიებლებსა და მეცნიერებს.

შოთა მშვენიერიძე იყო საერთაშორისო ასოციაცია „INTERMED-ის“ პროფესორთა საბჭოს წევრი. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]