შკოფია-ლოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შკოფია-ლოკა
Škofja Loka
გერბი

ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
რეგიონი გორენსკა
მუნიციპალიტეტი შკოფია-ლოკა
კოორდინატები 46°10′00″ ჩ. გ. 14°18′00″ ა. გ. / 46.16667° ჩ. გ. 14.30000° ა. გ. / 46.16667; 14.30000
პირველი ხსენება 973
ამჟამინდელი სტატუსი 1274
ფართობი 145 კმ²
ცენტრის სიმაღლე 400 მეტრი
მოსახლეობა 11 830 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 4220
საავტომობილო კოდი KR
ოფიციალური საიტი skofjaloka.si
შკოფია-ლოკა — სლოვენია
შკოფია-ლოკა

შკოფია-ლოკა (სლოვენ. Škofja Loka) — ქალაქი ცენტრალურ სლოვენიაში. მდებარეობს შკოფია-ლოკის მუნიციპალიტეტში. ქალაქის მახლობლად გაედინება მდინარე სორის მდგენელი ორი მდინარე სელეშკა-სორა და პოლიანსკა-სორა.

ქალაქი პირველად მოხსენიებულია 973 წელს, როდესაც იმპერატორმა ოტო II-მ ტერიტორია უბოძა ფრაიზინგის ეპისკოპოსს. 1274 წლიდან დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი. XIV საუკუნეში აშენდა ქალაქის გალავანი. 1511 წელს ქალაქი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა ქალაქის შენობების უდიდესი ნაწილი, რომელთა უმეტესობაც შემორჩენილია დღემდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: