Škoda 13T

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შკოდა 13 T)
პირველი Škoda 13T ბრნოში
Škoda 13T-ს ინტერიერი

Škoda 13 T (იგივე Škoda Elektra) — ხუთსექციური, სამურიკიანი (ექვსღერძიანი), ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც კომპანია შკოდამ (Škoda) ბრნოს ტრამვაის ქსელისთვის შექმნა. მისი დიზაინი პორშეს დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა. იატაკის ფართის 48% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ). იგი ვიზუალურად Škoda 14 T–ს ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით Škoda 13 T–ს პირველ კარს სამგზავრო სალონში შევყავართ, მაშინ, როდესაც Škoda 14 T–ს პირველი კარი ვატმანის კაბინისაა.

პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მდგომარეობით ბრნოში ამ მოდელის 20 ვაგონი მუშაობს, ხოლო 2011 წლისთვის ბრნომ დამატებით 20 Škoda 13 T უნდა მიიღოს. პირველი გამოშვების ვაგონებში სალონის მაღალიატაკიან ნაწილში სკამები სიგრძეზე, პარალელურად იყო განლაგებული და სხვადასხვა მხარეს მსხდომი მგზავრები ერთმანეთს პირისპირ უყურებდნენ, მეორე გამოშვების ვაგონებში კი ყველა სკამი წინ იქნება მიმართული, რაც მგზავრებს ამ უხერხულობას ააცილებს.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახსრების რაოდენობა: 4 (5 სექცია)
  • სიგრძე: 31,06 მ
  • სიგანე 2,46 მ
  • სიმაღლე 3,7 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 38,3 ტ
  • ადგილების ჯამური რაოდენობა: 193
    • დასაჯდომი: 68
    • დასადგომი: 125 (5 კაცი/მ2)
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
  • კარების რაოდენობა: 4 ორფრთიანი, დაბალიატაკიან სექციებში; 2 ცალფრთიანი, ვაგონის ბოლოებში.
  • დაბალი იატაკი: 48%
  • იატაკის სიმაღლე: 35/78 სმ
  • მოტორების სიმძლავრე 540 kW (6 x 90 kW)

ურიკები: ფიქსირებული ლიანდაგის სიგანე: 1 435 მმ

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხეთის დროშა ჩეხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ბორტის ნომრები შენიშვნა
ბრნო ბრნოს ტრამვაი Škoda 13 T 2007-დან 19 ვაგონი 1901–1919  
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Škoda_13T&oldid=4354256“-დან