შირვანზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირვანზადე
სომხ. Ալեքսանդր Մինասի Շիրվանզադե
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1858(1858-04-18)
დაბადების ადგილი შემახა, Shemakha Governorate, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 1935(1935-08-07) (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი კისლოვოდსკი, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია Q42794446?
საქმიანობა მწერალი[1] , დრამატურგი, სცენარისტი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი მოკლე რომანი, მოთხრობა და რომანი
Magnum opus ქაოსი, არტისტი და ღირსებისათვის

შირვანზადე ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი (სომხ. Ալեքսանդր Շիրվանզադե; დ. 18 აპრილი, 1858, შირვანი — გ. 7 აგვისტო, 1935, კისლოვოდსკი) — სომეხი საბჭოთა მწერალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახალხო მწერალი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ხელოსნის ოჯახში 1858 წლის 18 აპრილს შირვანში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, უფრო გვიან კი საკუთარი თავისთვის სპარსული ენიდან შთაგონებული ლიტერატურული ფსევდონიმი შეარჩია — შირვანის შვილი, შირვანზადე.

დაამთავრა რუსული სამაზრო სასწავლებელი 1873 წელს. 1883 წლამდე ბაქოში ცხოვრობდა. ბევრი პროფესია გამოიცვალა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებსა და ნარკვევებს ნავთობის სარეწის მუშების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც მის პირველ მოთხრობებშიც აირეკლა, ისევე როგორც ერთ-ერთ რომანში (ქაოსი).

1883 წლიდან თბილისში ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1905 - 1910 წლებში პარიზში ცხოვრობდა, 1910 - 1919 წლებში - თბილისში, შემდეგ კი ისევ გაემგზავრა საზღვარგარეთ. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას აღტაცებით შეხვდა. 1926 წელს საბჭოთა სომხეთში დაბრუნდა. ავტორია რომანებისა: ნამუსი (დაიწერა 1885 წელს, ქართულად ითარგმნა 1931 წელს), ავი სული (1894), ქაოსი (დაიწერა 1898 წელს, ქართულად ითარგმნა 1952 წელს), აღსანიშნავია მისი მემუარები ცხოვრების ბრძმედში. შირვანზადემ შექმნა რეალისტური სახეების მდიდარი გალერეა. მის ნაწარმოებებს ახასიათებს ღრმა ფსიქოლოგიზმი, ემოციურობა, მწვავე სატირა.

1916 წელს მაქსიმ გორკი წერდა, რომ შირვანზადეს შრომები „ცნობილი იყო მკითხველისთვის არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ინგლისში, სკანდინავიაში და იტალიაშიც“.

ბოლო წლები შირვანზადემ საბჭოთა კავშირში გაატარა, გახდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი.[2]

სიცოცხლე დაასრულა 1935 წელს კისლოვოდსკში და დაკრძალული იქნა კომიტასის პანთეონში, რომელიც მოთავსებულია ერევნის ცენტრში.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]