შთანთქვის სპექტრალური ზოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპექტრალური ზოლი
შთამთქვის ზოლი
გამოსხივების ზოლი

შთანთქვის სპექტრალური ზოლი ანუ მუქი სპექტრალური ზოლისპექტრის განსაკუთრებულობა, რომელიც გამოიხატება გამოსხივების ინტენსივობის დაქვეითებით რომელიმე ენერგიის მიმდებარედ.

შთანთქვის ზოლები ელექტრომაგნიტურ სპექტრებში წარმოიშვება როდესაც გამოსხივება შედარებით ცივ და გამჭვირვალე სხეულში გაივლის. ატომებს გააჩნიათ თვისება შთანთქონ გარკვეული ენერგიის (სიხშირის) ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტი, ხოლო შემდგომ გადმოასხივოს იგი თავისუფალი მიმართულებით. ჯამში გამოდის ისე რომ სხეული ფანტავს გამოსხივებას ზოგ სიხშირეზე, და ისინი დამკვირვებელთან ვერ ხვდება, რაც წარმოშობს სპექტრში მუქ (მქრტალ) ადგილებს - ზოლებს. ანალოგიურად - გამოსხივების სპექტრალური ზოლი, სადაც გარკვეული სიხშირეები არ იფანტება, არამედ ძლიერდება, მაშასადამე დეტექტორი გამოავლენს გაძლიერებულ სიხშირეებს.

თვით სპექტრალური ზოლები ძლიერ ატომურად დამოკიდებულია, და მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სხეულის ან მასალის ქიმიური შემადგენლობის გამოსავლენად, რომელიც გაატარებს თავის სხეულში სინათლეს (ძირითადად გამოიყენება გაზი). სპექტრალური ზოლები ფართოდ გამოიყენება ვარსკვლავების და სხვა კოსმოსის დაშორებული ობიექტების ქიმიური შემადგენლობის გამოსავლენად, როდესაც სხვა ხერხებით შეუძლებელია გამოკვლევა.