შვრიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვრიანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Helictotrichon

შვრიანა (ლათ. Helictotrichon) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია.

90-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. 2-3 სახეობა ამერიკაში. საქართველოში გვხვდება შვრიანას 4 სახეობა.

იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და მდელოებზე. საქონლის კარგი საკვები ბალახებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]