შვეხატი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
შვეხატი
Schwechat
|
შვეხატი (გერმ. Schwechat) — ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ვენის სამხრეთ-დასავლეთით; აქ მდებარეობს ვენის საერთაშორისო აეროპორტი.
ქალაქს სახელი ეწოდა მდინარე შვეხატისგან, რომელიც მის ცენტრალურ ნაწილს გადაკვეთს.
შვეხატი დოკუმენტებში პირველად 1334 წელს მოიხსენიება, თუმცა მანამდე, აქ რომის იმპერიის დასახლება ალა-ნოვა იყო გაშენებული. 1724 წელს დაარსდა ტექსტილის ფაბრიკა. ქალაქმა განსაკუთრებული სარგებელი ნახა XIX საუკუნის ავსტრიის მასიური ინდუსტრიალიზაციის ტალღისას, დღესაც ფუნქციონირებს ამ დროს დაარსებული ბევრი კომპანია. შვეხატმა ქალაქის სტატუსი 1924 წელს მიიღო, 1938 წელს კი ვენასთან გაერთიანდა. 1954 წელს გახდა დამოუკიდებელი ქალაქი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)