შვეიცარული ფრანკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვეიცარული ფრანკი (გერმ. Franken, ფრანგ. franc, იტალ. franco; ვალუტის კოდი ISO 4217 CHF, ან 756) — სავალუტო და ლეგალური გადახდის საშუალება შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში. ფრანკის ბანკნოტებს უშვებს შვეიცარიის ცენტრალური ბანკი შვეიცარიის ნაციონალური ბანკი, ხოლო მონეტებს — შვეიცარიის ფედერალური სახაზინო.

ამჟამად ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის ვალუტას ჰქვია ფრანკი, მისი არაოფიციალური სახელია - თავშესაფრის ვალუტა[ბატონო?]. ფრანკის 1/100-ს ეწოდება გერმ. Rappen (Rp.), ფრანგ. centime (c.), იტალ. centesimo (ct.) და რეტო-რომანულად rap (rp.).