შვეიცარიის გეოგრაფიული ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვეიცარიის გეოგრაფიული ცენტრის აღმნიშვნელი ქვა

შვეიცარიის გეოგრაფიული ცენტრის კოორდინატებია 46°48′04″ ჩ. გ. 8°13′36″ ა. გ. / 46.80111° ჩ. გ. 8.22667° ა. გ. / 46.80111; 8.22667 მდებარეობს ობვალდენის კანტონში, ზაკსელენის მუნიციპალიტეტში. წერტილი 1988 წელს მასის ცენტრით დაამტკიცა შვეიცარიის ტოპოგრაფიის ფედერალურმა ოფისმა (Swisstopo).

ვინაიდან ეს წერტილი ძნელად მისადგომია, აღმნიშვნელი ქვა 500 მეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით განათავსეს. ქვაზე არსებულ სტელაზე ყოველწლიურად „წლის შვეიცარიელის“ კონკურსში გამარჯვებულის გვარსა და სახელს მიაწერენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]