შვეიცარია რომაულ ხანაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცენტრალური ევროპა 14 წელს, შვეიცარიის ტერიტორია გაყოფილია რომაულ პროვინციების: გალია ბელგიკასა და რეატია-ეტ-ვინდელიციას შორის

შვეიცარია რომაულ ხანაში — ტერმინი გამოიყენება დაახლოებით VI საუკუნის განსასაზღვრავად, როდესაც თანამედროვე შვეიცარიის ტერიტორია შედიოდა რომის რესპუბლიკის და შემდგომ იმპერიის ფარგლებში. პროცესი დაიწყო ძვ. წ. II საუკუნიდან რომის არმიის მიერ ტერიტორიის ნაბიჯ-ნაბიჯ ანექსიით და დასრულდა V საუკუნეში, როდესაც რომმა დატოვა ალპები.

კელტური ტომების უმეტესობა დაიმორჩილა რომმა, რათა შეძლებოდათ რაინისა და გალიისაკენ მიმავალი სტრატეგიული გზების კონტროლი. გადამწყვეტი მომენტი იყო ძვ. წ. 58 წელს იულიუს კეისრის მიერ ჰელვეტების გაერთიანებული ლაშქრის დამარცხება. ამის შემდგომ სწრაფი ტემპით მოხდა შვეიცარიის ტერიტორიის Pax Romana-ში (რომაული სამყარო) ინტეგრაცია. მოახდინეს მოსახლეობის რომანიზაცია, არისტოკრატია ჩაერთო ადგილობივ მთავრობებში, ააშენეს გზები ახლად დაარსებულ კოლონიურ ქალაქებს შორის და ტერიტორია დაყვეს რომაულ პროვინციებს შორის.

რომმა ტერიტორიების დატოვება დაიწყო მას შემდეგ რაც ის გახდა სასაზღვრო ტერიტორია, განსაკუთრებით მესამე საუკუნის კრიზისის დროს. რომის კონტროლი შვეიცარიაზე გრძელდებოდა 401 წლამდე, რის შემდეგაც მისი ოკუპაცია დაიწყეს გერმანულმა ტომებმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Walter Drack, Rudolf Fellmann: Die Römer in der Schweiz. Theiss, Stuttgart 1988. ISBN 3-8062-0420-9
  • L. Flutsch, U. Niffeler, F. Rossi (Hrsg.): Römische Zeit. SPM. Bd 5. Schweizerische Gesellschaft für Ur- und Frühgeschichte, Basel 2002. ISBN 3-908006-54-6
  • Andres Furger, Carola Jäggi, Max Martin, Renata Windler: Die Schweiz zwischen Antike und Mittelalter. Archäologie und Kulturgeschichte der Schweiz, 4. Neue Zürcher Zeitung, Zürich 1996. ISBN 3-85823-560-1
  • Andres Furger, Cornelia Isler-Kerényi, Stefanie Jacomet, Christian Russenberger, Jörg Schibler: Die Schweiz zur Zeit der Römer Multikulturelles Kräftespiel im 1. bis 5. Jahrhundert. Archäologie und Kulturgeschichte der Schweiz, 3. Neue Zürcher Zeitung, Zürich 2001 ISBN 3-85823-809-0
  • Felix Stähelin: Die Schweiz in römischer Zeit, Basel 1927.