შვედეთის ფოსტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვედეთის ფოსტა, Posten AB (შვედ. Aktiebolaget Posten — სააქციო საზოგადოება Posten) — შვედური საფოსტო ოპერატორი და ერთადერთი ორგანიზაცია შვედეთში, რომელიც საფოსტო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

საფოსტო ყუთები Posten AB

ისტორია[რედაქტირება]

შვედეთში საფოსტო მომსახურება 1636 წელს აქსელ ოქსენშერნამ დააფუძნა და „სამეფო საფოსტო მომსახურება“ (Kungliga Postverket) უწოდა. 2009 წლის 24 მაისს Posten AB დანიურ Post Danmark-თან გაერთიანდა ჰოლდინგ Posten Norden AB-ს ჩამოსაყალიბებლად.

თანამედროვეობა[რედაქტირება]

1994 წლიდან Posten სააქციო საზოგადოებაა და 100%-ით შვედეთის სახელმწიფოს, კონკრეტულად კი, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს ეკუთვნის. 2008 წლიდან მხოლოდ ცხრა საფოსტო ტერმინალი მოქმედებს, მანამდე არსებული ტერმიანელბი ამჟამად ლიკვიდირებულია. 2001 წლიდან ფეხს იკიდებს ციფრული მარკების სისტემა.

საფოსტო ფურგონი სანდსვალში

შტაბბინა[რედაქტირება]

სააქციო საზოგადოების სათავო ოფისი შემდეგ მისამართზეა:

Terminalvägen, 10500 Stockholm, Sweden

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • About Posten. Posten.se. Posten AB. წაკითხვის თარიღი: 2010-12-04.
  • Financial information. Posten.se. Posten AB. წაკითხვის თარიღი: 2010-12-04.