შვედეთის დასახლებული პუნქტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუკაზე ნაჩვენებია ყველა დასახლებული პუნქტი რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობაც აღემატება 20 000-ს

დასახლებული პუნქტი - არის შვედური ტერმინის შვედ. tätort ყველაზე მიახლოებული თარგმანი. 2005 წლის მონაცემებით შვედეთში არის 1940 დასახლება. ტრადიციულად tätort-ი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 200 მაცხოვრებლისგან და ის შეიძლება იყოს ქალაქი ან დიდი სოფელი, ხოლო დიდი ქალაქები და ურბანული არეები მოიხსენიება ტერმინით შვედ. Stad. Stad-ი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 10 000 მაცხოვრებელს,[1] თუმცა 1972 წლიდან ტერმინი Stad ოფიციალურად აღარ გამოიყენება.

ისტორია[რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისისთვის ურბანიზაციამ დაინდუსტრიალიზააციამ შექმნეს ბევრი ახალი დასახლება, რომლებაც ფორმალურად ქალაქის წოდება არ ქონდათ. იქმნებოდა ახალი გარეუბნები რომლებიც დე ფაქტო ქალაქის შემადგენლობაში შედიოდნენ, ხოლო დე იურე სოფლები იყვნენ. ეს სტატისტიკისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. 1930 წლის აღწერისთვის შემოიღეს ტერმინი tätort რომელიც ითარმნება როგორც დასახლებული პუნქტი. 1950 წლიდან მოხდა ქალაქების და სოფლების საზღვრების გამიჯვნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Statistics Sweden. Be 16 SM 9601, Tätorter 1995, p. 2: "Towns (localities with more than 10,000 inhabitants)".