შესრულების გარანტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შესრულების გარანტია, აგრეთვე ცნობილი როგორც ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, არის გარანტი კომპანიის - სადაზღვევო ორგანიზაციის ან საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უზრუნველყოფის გარანტია, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი კონტრაქტორის (მიმწოდებლის) მიერ პროექტის დამაკმაყოფილებლად შესრულება.

სამუშაო, რომელიც საჭიროებს საავანსო ან შესრულების გარანტიას, როგორ წესი, ასევე საჭიროებს სატენდერო გარანტიას, რათა ამ სამუშაოს მოსაპოვებლად გაკეთდეს ბიჯი. როდესაც სამუშაო მიენიჭება ტენდერში გამარჯვებულს, საავანსო ან შესრულების გარანტია მოითხოვება სამუშაოს შესრულების უზრუნველსაყოფად.[1] eg:- http://performancebonds.com.au დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.

მაგალითად, კონტრაქტორს შეიძლება მოეთხოვოს შესრულების გარანტიის მოპოვება კლიენტის სასარგებლოდ, რომელსაც კონტრაქტორი უშენებს ნაგებობას. თუ კონტრაქტორი ვერ ააშენებს ნაგებობას კონტრაქტით] განსაზღვრული სპეციფიკაციების მიხედვით (უმეტესად, კონტრაქტორის გაკოტრების გამო), მაშინ კლიენტს გარანტირებული აქვს კომპენსაცია თავისი ფულადი დანაკარგისთვის შესრულების გარანტიით განსაზღვრული თანხის ფარგლებში.[2]

შესრულების გარანტიები ხშირად გამოიყენება უძრავი ქონების მშენებლობასა და დეველოპმენტში,[3] სადაც მესაკუთრემ ან ინვესტორმა შეიძლება დეველოპერისგან მოითხოვოს, რომ მშენებლებმა ან პროექტის მმართველებმა იქონიონ ამგვარი გარანტიები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების შენარჩუნება გაუთვალისწინებელი ვითარებაში (როგორიცაა, მაგალითად, კონტრაქტორის გადახდისუუნარობა). შესრულების გარანტია შეიძლება მოთხოვილ იქნეს სხვა მსხვილ კონტრაქტებშიც. ასევე, მაგალითად, შესრულების გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასაქონლო კონტრაქტების შემთხვევაშიც, როდესაც გამყიდველს მოეთხოვება გარანტია, რათა შემსყიდველი დარწმუნდეს, რომ თუ მას შესყიდული საქონელი რაიმე მიზეზით ფაქტობრივად არ მიეწოდა, შემსყიდველი გაღებული ხარჯების კომპენსაციას მაინც მიიღებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილერის აქტის, 1932 თანახმად, ფედერალური მთავრობის მიერ გაცემული ყველა სამშენებლო კონტრაქტი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს [4] შესრულებისა და საავანსო გარანტიებით. შტატებში მოქმედებს ე.წ. “მილერის მცირე აქტი”, რომელიც ითხოვს შესრულებისა და საავანსო გარანტიებს შტატის მიერ დაფინანსებულ პროექტებშიც.

შესრულების გარანტიის საფასური. გარანტი კომპანიები გარანტიის საფასურის (პრემიის) განსაზღვრისას, როგორც წესი, იყენებენ სამ პირდაპირ აქტუარულ კრიტერიუმს: 1) გარანტიის სახე; 2) საგარანტიო თანხის მოცულობა; 3) კონტრაქტორის ისტორია/რისკები.

შესრულების გარანტიები არსებობს დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-მდე 2,750 წლიდან, ხოლო რომაელებმა უზრუნველყოფის სამართალი განავითარეს დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-ით 150 წელს,[5] რომლის პრინციპები დღემდე გამოიყენება.

რეფერენსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Payment Bond Vs. Performance Bonds. Bryant Surety Bonds, Inc. ციტირების თარიღი: 2014-07-21.
  2. Performance Bonds. Lance Surety Bond Associates, Inc.. ციტირების თარიღი: 2014-08-01.
  3. Performance bonds. Swiftbonds. ციტირების თარიღი: 2014-01-27.
  4. Performance Payment Bonds.
  5. Russell, Jeffrey Burton (2000). Surety bonds for construction contracts. Reston, Va.: ASCE Press, გვ. 9. ISBN 0-7844-0426-7. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]