შერლოკ ჰოლმსი (ფილმი)
| შერლოკ ჰოლმსი | |
|---|---|
| დამდგმელი რეჟისორი | გაი რიჩი |
| პროდიუსერი | ჯოელ სილვერი ლაიონელ ვაგრამი სუზან დაუნი დენ ლინი |
| სცენარის ავტორი | სცენარი: მაიკლ რობერტ ჯონსონი ენტონი პეკჰემი საიმონ კინბერგი ამბავი: ლაიონელ ვიგრამი გმირები: ართურ კონან დოილი |
| როლებში | რობერტ დაუნი უმცროსი ჯუდ ლოუ რეიჩელ მაკადამსი მარკ სტრონგი |
| კომპოზიტორი | ჰანს ციმერი |
| ოპერატორი | ფილიპ რუსელო |
| მონტაჟი | ჯეიმზ ჰერბერტი |
| კინოსტუდია | Silver Pictures Village Roadshow Pictures |
| დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
| გამოსვლის თარიღი | დეკემბერი 25, 2009 |
| ხანგრძლივობა | 128 წთ. |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $90 მილიონი[1] |
| შემოსავალი | $524,028,679[2] |
| შემდეგი: | შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილების თამაში (2011) |
| IMDb პროფილი | |
შერლოკ ჰოლმსი — 2009 წლის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟზე, დეტექტივ შერლოკ ჰოლმსზე. ფილმის რეჟისორია გაი რიჩი, პროდიუსერები კი ჯოელ სილვერი, ლაიონელ ვაგრამი, სუზან დაუნი და დენ ლინი. მაიკლ რობერტ ჯონსონის, ენტონი პეკჰემისა და საიმონ კინბერგის სცენარს საფუძვლად უდევს ლაიონელ ვიგრამის მიერ შექმნილი ამბავი. რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ ასრულებენ შესაბამისად შერლოკ ჰოლმსის და დოქტორი უოტსონის როლებს. ჰოლმსი იძიებს მკვლელობათა სერიას, რომელიც დაკავშირებულია საკულტო რიტუალებთან. მარკ სტრონგი განასახიერებს ლორდ ბლექბუდს, რომელიც სიკვდილით დასჯის შემდეგ როგორღაც ახერხებს დაბრუნებას. ამ მოვლენით მან მოიპოვა ხალხის შიში და მასონების ლოჟის მხარდაჭერა, რის გამოყენებასაც ცდილობს ბრიტანეთის იმპერიის აღსადგენად.
ფილმის ამერიკული პრემიერა შედგა 2009 წლის 25 დეკემბერს. ბრიტანეთში კი ის გამოვიდა 26 დეკემბერს. სურათმა დაიმსახურა კრიტიკოსების პოზიტიური შეფასება. შერლოკ ჰოლმსი ნომინირებული იყო ორ ოსკარზე, მათ შორის საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისა და მხატვრული გაფორმებისთვის, რომელიც დათმო ფილმებთან „მფრინავი სახლი“ და „ავატარი“.
ფილმის გაგრძელება, „შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში“ 2011 წლის 16 დეკემბერს გამოვიდა.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Fritz, Ben (28 December 2009). Holiday box-office take is highest in recent history. Los Angeles Times. Tribune Company. ციტატა: „Warner Bros.' new version of the British detective, portrayed by Robert Downey Jr., had a very good start given its $90-million production budget.“ წაკითხვის თარიღი: 2010-01-31.
- ↑ Sherlock Holmes (2009). Box Office Mojo. Internet Movie Database. წაკითხვის თარიღი: 2010-04-29.