შემასმენელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|შემასმენელი}} |
შემასმენელი – წინადადების ძირითადი წევრია. მნიშვნელობით მრავალფეროვანია და გამოხატავს:
- საგნის მოქმედებას – მერცხალი ჭიკჭიკებს, ბულბული გალობს.
- საგნის მდგომარეობას – ხის ძირში ქვა გდია, ქვიშა ყრია.
- რა მოსდის საგანს – ყინული დნება, ხე ხმება..
- როგორია საგანი – თოვლი თეთრია, ყინული ცივია, ია ლამაზია..
- ვინ არის საგანი – ნინო მოსწავლეა, ვახტანგი სტუდენტია.
- რა არის საგანი - მუხა ხეა, რკინა ლითონია, მზე მნათობია
კითხვებიც შესაბამისია:
- რას შვრება საგანი?
- რა მდგომარეობაშია საგანი?
- რა მოსდის საგანს?
- როგორია საგანი?
- ვინ არის საგანი?
- რა არის საგანი?
შემასმენელი ორგვარია: მარტივი და შედგენილი.
მარტივია შემასმენელი, რომელიც გადმოცემულია ზმნის ამა თუ იმ მწკრივის ფორმით.სნმის მწკრივი სფორმა ზოგჯერ რთულია, მეშველზმნიანია, მაგრამ ასეთი ფორმებიც მარტივი შემასმენელია. მაგალითად: ცხვარი მთის კალთებზე შეფენილიყო – ამ წინადადებაში შეფენილიყო რთული ზმნაა.
შედგენილია შემასმენელი, რომელიც გადმოცემულია ორი სიტყვით – ბრუნებადი სიტყვითა და მეშველი ზმნით. ბრუნებადი სიტყვა სახელია ან სახელზმნა და ჩვეულებრის სახელობით ბრუნვაში დგას.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||
სტატიის