შელახული ბიბლია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიპოგრაფიული შეცდომა

შელახული ბიბლია (ინგლ. The Wicked Bible) — ტერმინი, რომელიც მიუთითებს 1631 წელს რობერტ ბარკერისა და მარტინ ლუკასის - სამეფო მესტამბეების - მიერ გამოცემულ ბიბლიაზე. ასეთი სახელის მიზეზი გახდა გამომცემლების მიერ დაშვებული შეცდომა ათი მცნების ადგილას: ინგლისური სიტყვა „not“ გამოტოვებულია მეშვიდე მცნებაში. ანუ იმის მაგიერ რომ წერებულიყო: „Thou shalt not commit adultery“ (არ იმრუშო), ეწერა „Thou shalt commit adultery“ (იმრუშე) (იხ. სურათი), რაც მცნების საპირისპირო მნიშვნელობისაა. გამომცემლები დააჯარიმეს და გამომცემლის ლიცენზია ჩამოართვეს[1].

უმრავლესობა უკვე გამოცემული ბიბლიისა დაწვეს. თუმცა რამდენიმე შემორჩენილია კოლექციონერთა ხელში[2].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1631 "Wicked Bible", Greatsite.com
  2. რიკ გეკოსკი. “The Wicked Bible: the perfect gift for collectors, but not for William and Kate“, „გარდიანი“, 23 ნოემბერი, 2010.