შეიხ ადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლალეში, შეიხ ადის დასაფლავების ადგილი

შეიხ ადი (ქურთ. Şêx Adî) ან შიხადი (ქურთ. Şîxadî, სრული სახელი: შაფარ ად-დინ აბუ-ლ-ფადაილ ადი ბენ მუსაფირ ბენ ისმაილ ბენ მუსა ბენ მარვან ბენ ალ-ჰასან ბენ მარვანი) — იეზიდიზმის რეფორმატორი. დაიბადა დაახლოებით 1073-1078 წელს ქალაქ ბეით–ფარეში, ბაალბექის ოლქში (ლიბანი) და გარდაიცვალა 1162/63 წელს ლალეშში (ერაყი).

იეზიდიზმის მიმდევრები თვლიან, რომ შეიხი ადი არ იყო ხორციელად ნაშობი და იგი უფალმა გამოგზავნა, სხვა ლეგენდის მიხედვით კი, შიხადი დაიბადა ისტორიულ სირიაში (დღევანდელი ლიბანი) და მის დაბადებამდევე იყო ცნობილი, რომ იგი დიდი პიროვნება გახდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]